13:09 | 2020-03-28 ავტორი: Prime Time

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ნიშნებით ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ნიშნებით ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში covid 19-ის ნიშნებით ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს. მას ცხელება და ხველა აღენიშნება. ექიმ-ინფექციონისტ ლალი დარახველიძის ინფორმაციით, პაციენტს მოგზაურობის ისტორია არ აქვს და ახალგაზრდა ქალი COVID-19-ით ინფიცირებულთან კონტაქტსაც გამორიცხავს.

 

„როგორც ქალი ამბობს, მუშაობს ფოთში მაღაზიაში და არის სენაკიდან, მოგვმართა ჩვენ. ახლა ეპიდემიოლოგები იკვლევენ, გაიგზავნოს ნიმუში, თუ არა ლუგარის ცენტრში,”- ამბობს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ექიმი ლალი დარახველიძე.

 

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით 1 პაციენტს, 67 წლის მამაკაცის მკურნალობენ, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X