17:42 | 2020-02-27 ავტორი: Prime Time

ზუგდიდის ბოქსირებულ განყოფილებაში ერთ პაციენტს აკვირდებიან

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით გუშინ უცხოეთის 1 მოქალაქემ მიმართა და ამ დრომდე ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება.

 

არსებული ინფორმაციით, ის გუშინ ლიტვიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში მეგობართან ჩამოფრინდა.

 

როგორც კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ნოდარ ჩიქოვანმა განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

„დღესდღეობით საავადმყოფოში მოთავსებულია 15 პაციენტი. აქედან, გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღენიშნება ერთ პაციენტს, რომლიც არის ლიტვის მოქალაქე. მას უტარდება შესაბამისი კლინიკური კვლევები და არის დაკვირვების ქვეშ. რადგან, ლიტვა არ მიეკუთვნება კორონავირუსის რისკ ჯგუფებს, შესაბამისად ამ პაციენტზე დაკვირვება გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში, თუ კი მოხდა გართულება შემდგომ მოხდება უკვე შესაბამისი ანალიზების დამატებით აღება და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნა. სტაბილური სიტუაციაა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. მოვუწოდებ ყველას, შევინარჩუნოთ სიმშვიდე“, – თქვა ჩიქოვანმა.

 

მას უკვე ჩაუტარდა სამედიცინო კვლევები და სისხლი გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში.

 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ, 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე, 50 წლის კაცია, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X