21:19 | 2020-09-27 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ზუგდიდელი დიზაინერი საფრანგეთში თავისი ნამუშევრების გამოსაფენად მიიწვიეს

ზუგდიდელი დიზაინერი საფრანგეთში თავისი ნამუშევრების გამოსაფენად მიიწვიეს

30 წლის დიზაინერი გვანცა გოგოძე ზუგდიდში მცხოვრები სამკაულების დიზაინერია, რომელიც საფრანგეთში ფრანგმა კოლეგამ თავისი სამკაულების გამოფენისთვის მიიპატიჟა, მაგრამ პანდემიის გამო, ზუგდიდელი დიზაინერის ფრანგული ვოიაჟი ვერ შედგა.

 

 

მოდის სამშობლოდან ჩამოსულ ფრანგ დიზაინერს გვანცას შემოქმედება იმიტომ მოეწონა, რომ ის სუტაჟსა და შიბორზე მუშაობს. ალბათ, ბევრისთვის ეს სიტყვები უცხო ტერმინებია, ეს აბრეშუმის ლენტს ნიშნავს, რომლითაც გვანცა გოგოძე სამკაულებს ექსკლუზიურად თითო მომხმარებლისთვის ამზადებს.

 

 

 

მის ნამუშევრებს შორის, არასოდეს იქნება ერთნაირი სამკაული. უნდა, რომ მისი სამკაული ყველა ქალს ჰქონდეს, ამიტომ 15 ლარიდან იწყება მათი ღირებულება და რამდენიმე ასეულ ლარსაც აღწევს. ეს სამკაულის შექმნისას სირთულესა და ბუნებრივი ქვების ფასზეა დამოკიდებული.

 

 

გვანცა გოგოძე იმითაც გამოირჩევა, რომ მან ცოტა ხნის წინ, სპეციალურად ახალი ხაზი შექმნა -„სამკაულების თეთრი ხაზი პატარძლებისთვის“. „​პრაიმტაიმთან” საუბარში ზუგდიდელი დიზაინერი ამბობს, რომ ნაკეთობების შესაქმნელად სპეციალურად უცხოეთიდან ჩამოაქვთ აბრეშუმის ლენტი და ძვირფასი ქვები… 

 

„ვამზადებ საყურებსყელსაბამებს, სამაჯურებს, გულსაკიდებს. აბრეშუმის ლენტზე მუშაობა ძალიან რთულია, რადგან ორთქლზე მუშავდება. ნატურალურ ქვებს ვიყენებ. არასოდეს ვქმნი ერთნაირ სამკაულებს და ამიტომაც ბევრი მომხმარებელი მყავს. ასევე, შევქმენი „სამკაულების თეთრი ხაზი პატარძლებისთვის“. მათთვის ორიგინალურ და ინდივიდუალურ ნაკეთობებს ვამზადებ.

 

სტუდია „ენ”-ში გავიცანი ფრანგი დიზაინერი, მისგან მივიღე მოწვევა პარიზში, ქალაქ ლევილში, სადაც ჩემი სამკაულების კოლექცია უნდა წარმედგინა, გავაკეთე საბუთები, იმართებოდა ქართულ-ფრანგული კულტურის დღეები და პანდემიის გამო ვერ შევძელი გამგზავრება, არადა ეს გამოფენა ერთგვარი ტრამპლინი იქნებოდა ჩემთვის”,-გვითხრა გვანცა გოგოძემ.

 

 

 

გვანცა გოგოძეს სამკაულების ხაზს კი მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანების – შვილების სახელის ინიციალებით შემდგარი სახელწოდება აქვს „Mato’s Handmade Accessories”. ხელოვანის თქმით,შეკვეთები საქართველოდან და საზღვარგარეთიდან აქვს. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X