fbpx
14:39 | 2020-05-23 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„ზოგიერთის სახელის ხსენება მზარავს“ – ზუგდიდელი პედაგოგი 2020 წლის გამოშვებაზე

„ზოგიერთის სახელის ხსენება მზარავს“ – ზუგდიდელი პედაგოგი 2020 წლის გამოშვებაზე

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგმა სოციალურ ქსელში 2020 წლის კურსდამთავრებულებს სიძულვილის ენის შემცველი პოსტი მიუძღვნა.

 

მასწავლებელი წლევანდელი გამოშვების მოსწავლეებს ემშვიდობება და როგორც ამბობს, უხარია, რომ ახალ სასწავლო წელს მათ გარეშე შეხვდება. მას ფავორიტი მოსწავლეებიც ჰყავს, თუმცა ზოგიერთის სახელი და გვარის ხსენება კი ზარავს.

 

„ჩემთვის 26-ე გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არა მხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა.

 

დღეს ეს განცდა არ მაქვს. პირიქით, ვფიქრობ და მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები! (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება),

 

ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78-ის ივარგებ.

 

თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები.

 

თქვენ იცით, რომ პირველ რიგში ეს არის მთავარი. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ ცხოვრებაში, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!“, – წერს მასწავლებელი.

 

ბოლო ზარი სიგნალით და სათამაშო მანქანებით - მე-12 კლასელების ორიგინალური მადლობა პედაგოგებს (ვიდეო)
2020-05-20ბოლო ზარი სიგნალით და სათამაშო მანქანებით - მე-12 კლასელების ორიგინალური მადლობა პედაგოგებს (ვიდეო)

 

დაახლოებით ერთ საათში მასწავლებელმა პოსტი მას შემდეგ წაშალა. რაც პირველი საჯარო სკოლის დირექტორს ნინი გოგინავას არაერთმა ადამიანმა დაურეკა.

 

პოსტმა სოციალური ქსელის მომხმარებლებსა და კურსდამთავრებულებში აღშფოთება გამოიწვია, თუმცა მოსწავლეებს ამ საკითხზე მედიასთან ღია საუბარი არ სურთ.

 

„ჩვენი მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა და მასწავლებელმა პოსტი აიღო, მაგრამ ამას არ აქვს ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა.

 

სიტყვა უკვე გაცხადებული იყო, რაც ვფიქრობ, რომ არანაირ ჩარჩოში არ ჯდება,

 

უდაოდ დარღვეულია ყველა ეთიკა, ამას ვაღიარებ. უბრალოდ ძალიან გაკვირვებული და განცვიფრებული ვარ, რომ ასე წარიმართა მოვლენები. ბოლო ზარის დღეს, არ ვიცი რა გითხრათ…”, – ამბობს სკოლის დირექტორი ნინო გოგინავა.

 

დირექტორის განმარტებით, ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, სამეურვეო საბჭო და დისციპლინური კომიტეტში ორშაბათს განიხილავენ

 

და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. თავად პედაგოგი ამბობს, რომ გული ჰქონდა დაწყვეტილი ერთ-ორ ბავშვზე.

 

„განაწყენებული ვიყავი, არ ვიმსახურებდი, ჩემი გულისტკივილი დავწერე. ყველამ იცის ჩემი განვლილი გზა და როგორი პედაგოგიც ვარ მე, ერთი სტატუსით ხომ არ განისაზღვრება ყველაფერი და ყველამ ძალიან კარგად იცის თუ რის საფუძველზე დავწერე მე ეს სტატუსი. მე მთელი არსებით ვემსახურები სკოლას”, – გვითხრა პედაგოგმა.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ნეოგენის“ წარმომადგენელი ცირა კაკუბავა მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეების შერჩევითობის ფაქტორს უსვამს ხაზს

 

და მიიჩნევს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია საჯარო შეხვედრის ორგანიზება,

 

სადაც რესურს ცენტრის ხელმძღვანელს, სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს პრობლემასა და მისი გადაჭრის გზებზე ღია საუბარი შეეძლებათ.

 

კაკუბავას ინიციატივას მოქალაქეები და მშობლები ემხრობიან და თემაზე დისკუსიის გამართვას დადებითად მიიჩნევენ.

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

X