
ხომ არ შეუშლის ხელს ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრებას დღეს დასახელებული შეზღუდვები – ჟურნალისტის ამ კითხვას დღეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უპასუხა და განაცხადა, რომ დეპუტატები ჩვეულებრივად შეიკრიბებიან.
მისი განმარტებით, დღეს დაანონსებული ორთვიანი შეზღუდვები ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრებას ხელს არ შეუშლის.
“დეპუტატები ჩვეულებრივად შეიკრიბებიან. გადაადგილებაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. ზოგი კერძო მანქანით, ზოგიც კი- ველოსიპედით… არ ვიცი, რაღაცით შეიკრიბებიან. არ მგონია, რომ ეს შეზღუდვები დეპუტატების შეკრებისთვის პრობლემა იყოს”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ნახეთ დეტალურად: