13:10 | 2020-03-02 ავტორი: Prime Time

ზიარება სუპის მირთმევა არაა – სასულიერო პირი ერთჯერადი კოვზით ზიარებაზე

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, საეკლესიო ზიარების ერთჯერადი კოვზებით ჩატარების მოთხოვნას სოციალურ ქსელში მამა გაბრიელ ჩადუნელი ეხმაურება და ამბობს, რომ ზიარება მაცოცხლებელი ძალაა და ის ერთი კოვზით უნდა ჩატარდეს.

 

„ვითომ მორწმუნეებო, როცა არა ხართ მაზიარებლები და არ გესმით ზიარების სიწმინდე, არ ჯობია თქვენი უვიცობით გაჯერებული სიბრძნე არ გამოიტანოთ სააშკარაოზე? ზიარება სუპის მირთმევა არაა, ზიარება სიწმინდეა, განმწმედელი და მაკურნებელია სულისა და ხორცისა… ამიტომ, ვისაც გვესმის ზიარების სიწმინდის მაცოცხლებელი ძალა, გავაგრძელებთ ზიარებას ერთი კოვზით, ხოლო ვისაც არ გესმით, შეგიძლიათ სუპი მიირთვათ ერთად საკუთარი ერთჯერადი კოვზით“, – აცხადებს მამა გაბრიელ ჩადუნელი.

 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რამდენიმე ეკლესიამ შეზღუდვა დააწესა, რომელიც ხატზე პატივის მიგებას გულისხმობს. ამასთან, გაჩნდა მოსაზრება, რომ ზიარება ერთჯერადი კოვზებით ჩატარდეს, თუმცა საპატრიარქო ამ ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს.

ავტორი: Prime Time

დატოვე კომენტარი