01:13 | 2021-05-28 ავტორი: Prime Time

სამწუხარო ინფორმაცია – კორონავირუსმა ქართველი ჟურნალისტი იმსხვერპლა

სამწუხარო ინფორმაცია – კორონავირუსმა ქართველი ჟურნალისტი იმსხვერპლა

გუშინ ღამით სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. გარდაიცვალა ჟურნალისტი ირინა ბოკუჩავა.

 

ბევრი მას რეჟისორად იცნობს: ის წლების განმავლობაში აფხაზეთის ტელე-რადიო კომპანიაში რეჟისორად მუშაობდა. ის არის დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი დოკუმენტური ფილმების: „ტყის ძმები“, „საუკუნის დანაშაული“ და „როცა კარიბჭე გაიღება“. მის პირველ ფილმში -„ომის პატარძალი“ – მოთხრობილია ქართველ ქალზე, რომელიც აფხაზეთის ომში მტერმა სასტიკად აწამა.

 

ირინა ბოკუჩავა იყო მუსიკალური კლიპების – „გამარჯობა, აფხაზეთო შენი!“, „ქართულ-აფხაზური შერიგების ჰიმნი“ და „ვარადა”-ს რეჟისორი.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ბოკუჩავას კორონავირუსი ჰქონდა და კლინიკაში მიმდინარე წლის 30 აპრილს მოათავსეს.

 

პაციენტის მდგომარეობა თანდათან დამძიმდა, ბოლოს ის სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

„პრაიმტაიმი“ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.

ავტორი: Prime Time

X