17:09 | 2021-09-11 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ჟან-პოლ ბელმონდოს ბობოქარი ცხოვრების დეტალები – სასიყვარულო ისტორიების საგა და მომხიბვლელი შვილები

ჟან-პოლ ბელმონდოს ბობოქარი ცხოვრების დეტალები – სასიყვარულო ისტორიების საგა და მომხიბვლელი შვილები

სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ – ეს არ არის მხოლოდ სიტყვები და თუკი ვინმეზე შეიძლება ვთქვათ, რომ სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს სიცოცხლეს, ერთ-ერთია ფრანგული კინოკლასიკის სახე, ჟან-პოლ ბელმონდო.

 


ლეგენდარული მსახიობი 88 წლის ასაკში, 6 სექტემბერს გარდაიცვალა. ფრანგებმა ის ღირსეულად გააცილეს უკანასკნელ გზაზე. იყო ბევრი ცრემლი, ემოციები და სევდიანი თვალები, რომლებიც ამბობდნენ -„ეპოქა დასრულდა.“

 

 

ბელმონდოს ბობოქარი ცხოვრება ხშირად იყო პრესის განხილვის მთავარი თემა – სასიყვარულო ურთიერთობების საგა, რომანები, ქორწინებები – მისი პირადი ცხოვრება ისეთივე საინტერესო თავგადასავალი იყო, როგორიც კარიერა. სწორედ ამიტომ, დღეს მსახიობზე ამბობენ, რომ ის იყო კაცი, რომელმაც ნამდვილად იცხოვრა.

 

ჟან-პოლ ბელმონდოს არაერთ ქალთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა, ოფიციალურად კი ორჯერ დაქორწინდა. მისი პირველი ცოლი ელოდი კონსტანტინი გახლდათ. წყვილმა 1952 წლის 4 დეკემბერს იქორწინდა და სამი შვილი გაუჩნდათ – პატრიცია, ფლორენცი და პოლი.

 

მსახიობი პირველ ოჯახთან ერთად

მსახიობი პირველ ოჯახთან ერთად

 

1965 წელს ბელმონდო და კონსტანტინი ერთმანეთს დაშორდნენ. სხვადასხვა დროს მას რომანი ჰქონდა ურსულა ანდრესთან, ლაურა ანტონელისთან, მარია კარლოს სოტო მეიერთან, ბარბარა განდოლფთან, თუმცა არც ერთ მათგანთან ოფიციალური ქორწინება არ აკავშირებდა.

 

მეორედ დაქორწინება მოცეკვავე ნეთი ტარდიველთან გადაწყვიტა. წყვილმა ერთმანეთი 1989 წელს გაიცნო. მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო. ნეთის გაცნობისას ბელმონდო 50 წლის იყო, ხოლო ტარდიველი 24-ის.

 

ისინი ხანგრძლივად ცხოვრობდნენ ერთად, 2002 ურთიერთობა ოფიციალურად ქორწინებით გააფორმეს, 2003 წელს კი გოგონა, სტელა ევა ანჯელინა შეეძინათ. 2008 წელს ბელმონდო თავის მეორე ცოლსაც დაშორდა.

 

მსახიობის ვაჟმა, პოლ ბელმონდომ, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს, თავადაც სამსახიობო კარიერაში მოსინჯა ძალა, გარდა ამისა, ის პროფესიონალი მრბოლელია და წლების წინ F1-ის მონაწილეც იყო. განსაკუთრებული ყურადღება მან 1981 წელს მიიპყრო, როდესაც მონაკოს პრინცესა სტეფანიასთან რომანი გააბა.

 

LIVE – Death of Jean-Paul Belmondo: the discreet tribute of his son Paul on Instagram

პოლ ბელმონდო მამასთან ერთად

 

ლეგენდარული მსახიობის კიდევ ერთი შვილი პირველი ქორწინებიდან, ფლორენს ბელმონდო აშშ-ში ცხოვრობს. როგორც მედიაში წერენ, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, გარდა ამისა, პანდემიის გამო არსებული რეგულაციების მიზეზით ვერ შეძლო მამის დაკრძალვაზე ჩასვლა. ფლორენსი ყოველთვის იყო მამის დიდი მხარდამჭერი და ცდილობდა, რთული, თუ ბედნიერი მომენტები მასთან ერთად გაეზიარებინა. ფლორენსი დაქორწინებულია და სამი შვილი ჰყავს.

 

მედიის განსაკუთრებული ყურადღება ბელმონდოს უმცროსმა ქალიშვილმა მიიპყრო. სტელა ევა ანჯელინა ბელმონდო 18 წლისაა. ბელმონდოს გარდაცვალების შემდეგ საზოგადოების მხრიდან მთავარი აქცენტი სწორედ ამ ულამაზეს გოგონაზე გაკეთდა, აქამდე იშვიათად ჩნდებოდა საჯაროდ. ინტერნეტსივრცეში მისი და ჟან პოლ ბელმონდოს მხოლოდ რამდენიმე ერთობლივი ფოტო იძებნება.

 

Stella Belmondo

 

Belmondo and daughter: A famous father can't say no to her! - World Today News

 

წყარო: trend.ge

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე


X

error: Content is protected !!