fbpx
21:14 | 2020-09-04 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ზღვაში შესული ქალის გადასარჩენად მაშველებს დამატებითი ძალების მობილიზება დასჭირდათ

ზღვაში შესული ქალის გადასარჩენად მაშველებს დამატებითი ძალების მობილიზება დასჭირდათ

ფოთში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მორიგეობისას მეხანძრე-მაშველმა წყალში მყოფი მოქალაქე შენიშნა, რომელიც ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას და სჭირდებოდა მაშველების დახმარება.

საზარელ ავარიას შუახევში 3 ადამიანი ემსხვერპლა
2020-09-03საზარელ ავარიას შუახევში 3 ადამიანი ემსხვერპლა

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქის დასახმარებლად, დაუყონებლივ, სკუტერით გავიდნენ მეხანძრე-მაშველები.

 

ქალბატონი მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭირო გახდა დამატებითი ძალების მობილიზება და პროცესში ჩაერთო სამაშველო კატარღა.

 

მეხანძრე-მაშველებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი ნაპირზე გამოიყვანეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მოსვლამდე პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.

 

ამ დროისთვის, მოქალაქე გადაყვანილია სტაციონარში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X