18:12 | 2020-05-08 ავტორი: თეონა ყაჭიური

ზესტაფონში კაცმა წყლის ნაცვლად შემთხვევით სადეზინფექციო ხსნარი დალია

ზესტაფონში კაცმა წყლის ნაცვლად შემთხვევით სადეზინფექციო ხსნარი დალია

კლინიკა „ბომონდის“ ცხელების ცენტრში კორონავირუსზე სამი საეჭვო პაციენტის ლაბორატიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.

 

სამი პაციენტიდან ერთ-ერთი არის ისეთი პაციენტი, რომელმაც წყლის ნაცვლად, შემთხვევით სადეზინფექციო ხსნარი დალია.

 

კატასტროფის ჯგუფმა ის ზესტაფონიდან – „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკიდან გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.  მას ცხელება აღენიშნებოდა.

 

კლინიკა “ბომონდის” ცხელების ცენტრი, ამ დრომდე ცხელების სიმპტომის მქონე 200-მდე პაციენტს მოემსახურა, მათ შორის ორსულებს.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X