fbpx
13:25 | 2020-09-27 ავტორი: Prime Time

ზაზა ლომინაძე: საქართველო კვლავ უნდა გამთლიანდეს, გაერთიანდეს და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი!

ზაზა ლომინაძე: საქართველო კვლავ უნდა გამთლიანდეს, გაერთიანდეს და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი!
ქუთაისში ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის წევრებმა, მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატებთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, მათ ხსოვნას სანთლები აუნთეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს გმირები, რომლებმაც ქვეყანა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს.
,,27 სექტემბერს, 27 წლის წინ, სოხუმი დაეცა. ძალიან ძნელია ამ სიტყვების თქმა, რადგან მის მიღმა ათასობით დაღუპული და საკუთარი სახლიდან დევნილი ჩვენი თანამემამულეა, ჩვენი დროებით დაკარგული მიწებია. აფხაზეთის ომის გმირების ნათელ ხსოვნას მივაგეთ პატივი, სანთლები ავანთეთ, გვირგვინებით შევამკეთ დიდების მემორიალი. სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულსაც აღვნიშნავთ. საქართველო კვლავ უნდა გამთლიანდეს, გაერთიანდეს და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი!”-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

 

1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X