17:32 | 2020-10-06 ავტორი: Prime Time

ზაზა ლომინაძე: ჩემი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ ჯანდაცვის საკითხებზე მუშაობა იქნება

ზაზა ლომინაძე: ჩემი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ ჯანდაცვის საკითხებზე მუშაობა იქნება

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე, მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად ქუთაისის მეორე და მეხუთე პოლიკლინიკის თანამშრომლებს შეხვდა.

 

 

კანდიდატებმა მედპერსონალთან ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს, ასევე იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს ჯანდაცვის სისტემა დგას.

 

,,სამედიცინო სფეროს წარმოადგენლებთან შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებულად საპასუხისმგებლოა. ქუთაისის მეორე და მეხუთე პოლიკლინიკის თანამშრომელებთან საინტერესო დიალოგი შედგა. პირველად ჯანდაცვას სისტემის ორგანიზაციულ მოწყობაში განსაკუთრებული როლი აქვს. პაციენტის პირველი კონტაქტი სამედიცინო მომსახურებასთან სწორედ პოლიკლინიკებში ხდება და უდიდესი პასუხიმგებლობა აქვს დაკისრებული აქაურ მედპერსონალს – ეს ერთგვარი „კარიბჭეა“ ჯანდაცვის სისტემაში. კოვიდინფექციასთან ბრძოლის პროცესშიც დიდია მათი როლი. კოლეგებთან ერთად, ამა თუ იმ საკითხის ეფექტურად მოგვარების გზებზეც ვიმსჯელეთ. ჩემი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ ჯანდაცვის საკითხებზე მუშაობა იქნება,”-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

 

 

 

 

 

R

ავტორი: Prime Time

X