13:17 | 2020-04-09 ავტორი: ნინი ტაველიძე

შეაჩერებს თუ არა ზაფხულის სიცხე კორონავირუსს? – რას ამბობენ მკვლევარები

შეაჩერებს თუ არა ზაფხულის სიცხე კორონავირუსს? – რას ამბობენ მკვლევარები

„კორონავირუსი – შეცვლის თუ არა ზაფხული ეპიდემიას?“- ამ სათაურით სტატიას BBC-ი აქვეყნებს.

 

სტატიის თარგმანს „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.

 

იმედი, რომ თბილ ამინდს კორონავირუსის შეჩერება შეეძლო მას შემდეგ გაქრა, რაც პანდემიამ მთელი მსოფლიო მოიცვა. შესაძლოა, თუ არა ახალმა კვლევამ ეს იმედი კვლავ დაგვიბრუნოს?

 

ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით სეზონურია თუ არა კორონავირუსი. ამის გასაგებად საჭიროა დავაკვირდეთ როგორ იცვლება კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა წლის განმავლობაში.

 

ასევე აუცილებელია ვირუსის გავრცელებას სხვადასხვა კლიმატურ პირობებშიც დავაკვირდეთ.

 

რა აჩვენა კვლევებმა?

 

დაკვირვებებების შედეგად, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ კორონავირუსის შემთხვევების დიდი კონცენტრაცია სწორედ ცივ და მშრალ რეგიონებში ფიქსირდებოდა.

 

კვლევამ აჩვენა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა და შიდა გადაცემა ფიქსირდებოდა, ტემპერატურა ბევრად დაბალი იყო იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც შემთხვევების მცირე რაოდენობა აღინიშნებოდა.

 

ამ საკითხზე კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა. კვლევის შედეგად შეისწავლეს ჩინეთის ისეთი 100 ქალაქი, რომლებშიც ვირუსის 40-ზე მეტი შემთხვევა იყო დაფიქსირებული. შედეგად, აღმოჩნდა, რომ იმ ადგილებში, სადაც ტემპერატურა და ტენიანობის მაჩვენებელი მაღალია, გადაცემის რიცხვი საგრძნობლად იკლებს.

 

კიდევ ერთმა კვლევამ, რომელიც ჯერ საჯაროდ არ განხილულა აჩვენა – მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსის შემთხვევები მთელს მსოფლიოში გავრცელდა, ვირუსმა ყველაზე მეტად მაინც ცივ და მშრალ ადგილებში იფეთქა. ყოველ შემთხვევაში 23 მარტამდე.

 

თუმცა, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ვირუსი ახლა „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ თითქმის ყველა რეგიონშია გავრცელებული:

„ვირუსმა ყველა კლიმატური ზონა მოიცვა – ცივი და მშრალიდან დაწყებული ცხელი და ნოტიო ადგილებით დამთავრებული“.

 

არის სხვა კორონავირუსები სეზონური?

 

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისა (UCL) და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის მკვლევრების თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რომ სხვა კორონავირუსები გავრცელებას ძირითადად ზამთრის პერიოდში იწყებენ.

 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ვირუსების დიდი „ოჯახია“, რომელთა „წევრებიც“ ადამიანში სხვადასხვა დაავადებებს იწვევს – ფართოდ გავრცელებული გრიპიდან, მწვავე რესპირატორულ სინდრომამდე და ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის ტრაქტის ანთებამდე. ახალი კორონავირუსი ე.წ. CoVid-19 კი ამ ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელია. უფრო ვრცლად ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

 

მკვლევრებმა 2 000 ადამიანს სთხოვეს ყოველკვირეულად მიეწოდებინათ ინფორმაცია იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა ვინმეს მათ ოჯახში რესპირატორული დაავადების სიმპტომები.

 

სიმპტომების ქონის შემთხვევაში ამ ადამიანებს ნაცხს უღებდნენ და ვირუსებზე ამოწმებდნენ.

 

შედეგად, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ კორონავირუსების შემთხვევები პიკს ზამთარში, გრიპის სეზონის დროს აღწევდა. ზაფხულში კი შემთხვევების რაოდენობა კლებულობდა.

 

„შესაძლოა, ზაფხულში ცოტა შვება ვიგრძნოთ. მაგრამ ზუსტად არ ვიცით ახალი კორონავირუსიც სხვა კორონავირუსების მსგავსად მოიქცევა თუ არა“,- განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ელენ გრაგაზიმ.

 

თუმცა, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გავრცელება მიგვითითებს იმაზე, რომ ზაფხულის იმედი დიდად არ უნდა გვქონდეს.

 

არის თუ არა CoVid-19 სხვა კორონავირუსების მსგავსი?

 

ახალი კორონავირუსი Sars-Cov-2, რომელმაც CoVid-19-ი გამოიწვია, ზუსტად ისე გავრცელდა, როგორც სხვა კორონავირუსები.

 

მაგრამ CoVid-19-ს სხვა კორონავირუსებისგან სიკვდილის მაღალი მაჩვენებელი და მძიმე ავადობა განასხვავებს.

 

ექიმი მაიკლი, რომელიც University of Southampton-ში ახალი კორონავირუსის გავრცელებას აკვირდება ამბობს, რომ CoVid-19-ი სხვა ტიპის კორონავირუსებისგან ძალიან განსხვავდება:

 

„სწორედ ამიტომ რთულია იმის გარკვევა შეამცირებს თუ არა CoVid-19-ის გავრცელებას მაღალი ტემპერატურა“.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

X