17:13 | 2020-04-10 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ზაფხული ახლოვდება – შესაძლოა თუ არა კორონავირუსი კოღოს ნაკბენით გავრცელდეს?!

ზაფხული ახლოვდება – შესაძლოა თუ არა კორონავირუსი კოღოს ნაკბენით გავრცელდეს?!

პათოგენი კოღოები ყოველწლიურად ნახევარ მილიონამდე ადამიანის სიკვდილს იწვევენ, ხოლო მსოფლიოში ასობით მილიონამდე მძიმე ავადმყოფობის შემთხვევა ფიქსირდება.

 

ვინაიდან კოღოები მრავალი სხვადასხვა ბაქტერიების და ვირუსული დაავადების გადამტანები არიან, მსოფლიოში პანდემიის პირობებში არაერთ უცხოურ გამოცემაში განიხილება, რამდენად არის შესაძლებელი კოღოს ნაკბენით გავრცელდეს ახალი კორონავირუსი.

 

ექიმი პარაზიტოლოგი, ირმა კოკაია „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ SARS-ის, MERS-ის არცერთი კორონავირუსის ამ ტიპის ჯგუფის ვირუსები მწერების ნაკბენით არ გადადის.

 

„არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, რომ ახალი კორონავირუსი ან მისი ჯგუფის ვირუსები კოღოს ნაკბენით გავრცელდეს. კოღოს ძალიან ბევრი დაავადება გადააქვს და არა მარტო კოღოს, ტკიპებსაც, მათ შორის ვირუსული ან დაბაქტერიული დაავადებები. თუმცა არა ეს დაავადება, არა კორონავირუსი, რადგან ეს არის რესპირატორული ტიპის ვირუსი, ამ შემთხვევაში გადაცემის მექანიზმი არის წვეთები, რომელსაც ადამიანი ავრცელებს ხველების ან ცემინების დროს. ის ვირუსები ან სხვა ინფექციური აგენტები, რომლებიც კოღოს ან სხვა მწერებს გადააქვთ იქ აბსოლუტურად სხვა ციკლი გადაცემის მექანიზმია და არაფერ შუაში არ არის ამ კონკრეტულ ვირუსთან. SARS-ის, MERS-ის არც ერთი კორონავირუსის ამ ტიპის ჯგუფის ვირუსები მწერების ნაკბენით არ გადადის“, – ამბობს ირინა კოკაია.

 

მისივე თქმით, კოღოს შეუძლია ისეთი დაავადებები გადაიტანოს, როგორიცაა: მალარია, ლეიშმანიოზი, ლაიმი. თუმცა როგორც კოკაია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს ბოლო წლებში საქართველოში ამ დაავადებების კლების ტენდენცია აღინიშნება.

 

„კოღოს ძირითადად გადააქვს, ყველაზე გავრცელებული მალარია, მალარიის პლაზმოტიპები. თუმცა რამდენიმე წელიწადია საქართველოში მალარიის ადგილობრივი შემთხვევები არ გვაქვს, რაც ფიქსირდება, ყველა არის შემოტანილი სხვა ქვეყნებიდან – ძირითადად მაინც აფრიკის ქვეყნებიდან.

 

გარდა ამისა, კოღოს კიდევ გადააქვს სხვა ტიპის ვირუსები, რომელებიც უბრალოდ საქართველოში არ არის გავრცელებული. აქედან გამომდინარე, ჩვენთან ეს პრობლემა მოხსნილია.

 

სხვა მწერისმიერი დაავადება, რომელიც აქტიური იქნება ზაფხულის პერიოდში, ეს არის ლეიშმანიოზი. ოღონდ ამ შემთხვევაში გადამტანი არ არის კოღო, ეს არის ფლებოტობუსი, რომელსაც გადააქვს ეს დაავადება და ამის შემთხვევები ყოველწლიურად გვაქვს და წელსაც გვექნება სავარაუდოდ.

 

თუმცა ბოლო წლებში ამ შემთხვევების კლებაც აღინიშნება და ძალიან აქტიური ხდება ხოლმე. ამ სეზონში ძალიან აქტიური ხდება ხოლმე ტკიპისმიერი დაავადება. ეს არის ლაიმის დაავადება, რომელიც ასევე ხშირია ზაფხულში“, – გვითხრა პარაზიტოლოგმა.

 

ქართველი ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი კოღოს ნაკბენით ახალი კორონავირუსის გავრცელებას სრულ ნონსენსს უწოდეს.

კორონავირუსი ჰაერწვეთოვანი ინფექციაა და ვრცელდება მარტო ჰაერით და წვეთებით, რომელსაც ადამიანი გამოყოფს. კოღო გრიპს, ვინოვირუსს და სხვა ვერცერთ გაციებით გამომწვევ დაავადებას ვერ ავრცელებს. ეს არის სრული ნონსენსი, მსგავსი რამ არ არსებობს.

 

ბოლო მონაცემებითქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა 230-მდე გაიზარდა.

 

გამოჯანმრთელდა 54 ადამიანი. კორონავირუსის შედაგად გარდაცვლილია 3 ადამიანი.

 

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა კომენდანტის საათი.

 

დაიხაურა ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

განჩინების მიხედვით, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში;

 

მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე;

 

ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

 

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა

 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

 

 

  გაიგეთ მეტი შეზღუდვებსა და რეკომენდაციებზე

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

X