01:44 | 2021-03-31 ავტორი: Prime Time

ზაფხული 6 თვეს გაგრძელდება… – მეცნიერები მიზეზს და დროს ასახელებენ

ზაფხული 6 თვეს გაგრძელდება… – მეცნიერები მიზეზს და დროს ასახელებენ

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2100 წლისთვის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ზაფხულის ხანგრძლივობა 6 თვემდე გაიზარდოს.

 

ახალი კვლევის შედეგები ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალში Geophysical Research and Letters გამოქვეყნდა.

 

ჩინეთის განსუს პროვინციაში მდებარე ლანჯოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა, თავის ავსტრალიელ კოლეგებთან ერთად, 1952 წლიდან 2011 წლამდე მეტეოროლოგიური მონაცემები შეისწავლეს.

 

ტემპერატურაზე დაკვირვებით აღმოაჩინეს, რომ 60 წლის განმავლობაში ზაფხულის საშუალო ხანგრძლივობა 17 დღით გაიზარდა, ხოლო ზამთარი შემოდგომა და გაზაფხული რამდენიმე დღით შემცირდა.

უფასო საცხოვრებელი და 10 000 აშშ დოლარი თვეში - ეს ვაკანსია ბევრს დაააინტერესებს
2021-03-23უფასო საცხოვრებელი და 10 000 აშშ დოლარი თვეში - ეს ვაკანსია ბევრს დაააინტერესებს

 

კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერებმა კომპიუტერული მოდელი შექმნეს და მისი საშუალებით განსაზღვრეს, თუ როგორ შეიძლება მომავალში თითოეული სეზონი შეიცვალოს.

 

მეცნიერების თქმით, თუ სეზონები შეიცვლება, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო დაცხება რასაც უარყოფითი გავლენა ექნება როგორც ადამიანებზე, ასევე ბუნებაზე,დაავადებათა გავრცელებასა და ხანძრების რაოდენობაზე.

 

მათივე თქმით, თუ კლიმატის ცვლილებები არსებული ტემპით გაგრძელდება და არაფერი შეიცვლება, საუკუნის ბოლოსკენ გაზაფხული და ზაფხული ერთი თვით ადრე დაიწყება, ზაფხულის ხანგრძლივობა კი 6 თვემდე გაიზრდება ზამთარი 2 თვიანი იქნება, ხოლო შემოდგომის დადგომა თვენახევრით დაიგვიანებს.

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ასეთი ტენდენციები გაგრძელდება მანამ, სანამ გარემოს მავნე ნივთიერებებით დაბინძურება არ შემცირდება.

ავტორი: Prime Time


X