00:46 | 2020-03-14 ავტორი: ალექსი ქამადაძე

WHO – ევროპა პანდემიის ეპიცენტრად გადაიქცა

WHO – ევროპა პანდემიის ეპიცენტრად  გადაიქცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, ევროპა COVID-19-ის გავრცელების ეპიცენტრი გახდა. მან ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, მთელი ძალები მიმართონ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

 

„ევროპა გადაიქცა პანდემიის ეპიცენტრად“, – განაცხადა ტედროს ადანომმა.

 

13 მარტის მონაცემებით, COVID19 მსოფლიოს 123 ქვეყანაშია გავრცელებული, ინფიცირებულია 143 769 ადამიანი, დაღუპულია 5 394 და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 70 920-მდე გაიზარდა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X