21:40 | 2021-04-16 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ვურჩევთ მომავალ თაობებს, ომის შემთხვევაში,  აუცილებლად მოიმარაგონ ბრინჯი, ყავა, ფქვილი… – ნახეთ, კიდევ რა წერია ეკლესიის აღდგენისას ნაპოვნ წერილში

ვურჩევთ მომავალ თაობებს, ომის შემთხვევაში,  აუცილებლად მოიმარაგონ ბრინჯი, ყავა, ფქვილი… – ნახეთ, კიდევ რა წერია ეკლესიის აღდგენისას ნაპოვნ წერილში

ბელგიის ქალაქ ანტვერპენის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მშენებლებმა, რომლებიც წმინდა იაკობის სახელობის ეკლესიის აღდგენაში მონაწილეობდნენ, წარსულიდან გზავნილი იპოვეს.

 

ქაღალდის ფურცლები ჩადებული იყო ასანთის კოლოფში, რომელიც სახურავის დეკორატიულ ელემენტებს შორის იყო დამალული.

 

წერილის დაწერის თარიღი – 1941 წლის 21 ივლისია. ქაღალდზე, რომელიც სამუშაო ნებართვა აღმოჩნდა, უცნობმა რამდენიმე სტრიქონი დაწერა, რომელშიც იმ დროის ხალხის მთელი სიბრძნე იმალება.

 

 

„როდესაც ამ ჭერს ხელახლა შეღებვა დასჭირდება, ჩვენ აღარ ვიქნებით ამ დედამიწაზე”, – ამ სიტყვებით დაიწყეს მუშებმა (ჯონ იანსენი, ჟიულ გისელნიკი, ლუის ჩანტრე და ჟიულ ვან ჰემელდონკი). – გვინდა, მომავალ თაობებს ვუთხრათ, რომ ეს უბედური ცხოვრება იყო. ჩვენ ორი ომი გამოვიარეთ – ერთი 1914 წელს და მეორე 1940 წელს. ეს რაღაცას ნიშნავს, ხომ? ჩვენ აქ ვმუშაობთ და ვშიმშილობთ. ჩვენი შრომის საფასურად მხოლოდ რამდენიმე ცენტს გვიხდიან, რომელიც არ არის საკმარისი საკვების შესაძენად. ჩვენ ვურჩევთ მომავალ თაობებს, ომის შემთხვევაში  აუცილებლად მოიმარაგონ ბრინჯი, ყავა, ფქვილი, თამბაქო, მარცვლეული, ხორბალი. ეს დაეხმარება მათ გადარჩენაში“.

 

წერილის ბოლოს ბელგიელებმა მოუწოდეს შთამომავლებს, მიიღონ ცხოვრებისგან სრული სიამოვნება. „დაოჯადით. ვინც დაქორწინებულია, იზრუნეთ თქვენს ოჯახზე. მოგესალმებით!“ – ასე დაასრულეს გზავნილი მშენებლებმა, წარსულიდან.

 

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე


X