fbpx
20:40 | 2020-04-22 ავტორი: თამარ გონგაძე

ვუნდერკინდი ცოტნე ზედგინიძე თვითიზოლაციის დროს მხატვრობამ გაიტაცა

ვუნდერკინდი ცოტნე ზედგინიძე თვითიზოლაციის დროს მხატვრობამ გაიტაცა

10 წლის ვუნდერკინდი მუსიკოსი, ცოტნე ზედგინიძე, რომელიც გასულ წელს, ნიკოლოზ რაჭველის წარდგინებით გაიცნო საზოგადოებამ, ეპიდემიური თვითიზოლაციის პერიოდში მხატვრებითა და მათი ნამუშევრებით დაინტერესებულა. ამის შესახებ “პრაიმტაიმს” ცოტნეს გამზრდელი ბებია, ნინო მამრაძე უყვება.

 

ქართველი მოცარტი ინტერვიუს მიცემაზე ეპიდემიის გადავლამდე უარს აცხადებს.

 

ნინო მამრაძე: „რაც სახლშია, მხატვრებსა და მათ ტილოებს ჩაუღრმავდა. მხატვრების ისტორიების გვერდი გახსნა. საგულდაგულოდ შეისწავლა მათი ისტორიები და ნამუშევრების ანალიზს აკეთებს.

 

განსაკუთრებით უყვარს ვან გოგი. მისი, რემბრანდტის, პიკასოს, დალის გარშემო სწავლობს ინფორმაციებს.

 

რაც შეეხება, მუსიკას, თავის კომპოზიციებს თხზავს, იწერს, არჩევს და უსმენს. თუმცა, ამ პერიოდში არ მეცადინეობს. არც ვაძალებ. რაღაცისთვის გამიზნული მომზადება ჯერ არ გვაქვს“.

 

ცოტნემ პირველი სოლო კონცერტი, გასული წლის ივლისში, ილიაუნის სააქტო დარბაზში გამართა.

 

საკუთარი ნაწარმოებების შესრულებით მაშინვე მონუსხა პუბლიკა. შემდეგ იყო 1 ოქტომბრის კონცერტი ოპერაში.

 

ნიკოლოზ რაჭველმა სიმფონიური ორკესტრის სეზონის გახსნაზე დააკვრევინა. და 2019 წლის ბოლოს, 28 დეკემბერს, კონსერვატორიაში სოლო კონცერტი გამართა.

 

“ერთი წლიდან უსმენდა კლასიკურ ნაწარმოებებს. ორ წლინახევრის იყო, როდესაც მოცარტის და როსინის ოპერების მოსმენისას ამბობდა, ნახეთ, ახლა ვიოლინო შევაო.

 

ახლა ოპერისკენ მიუწევს გული – ორკესტრი, ვოკალი, დრამატული სიტუაცია, დეკორაციები, ეს ყველაფერი ერთად მას ძალიან იზიდავს” – ამბობს ქალბატონი ნინო.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X