
კალათბურთის მსოფლიო ლეგენდა, მაიკლ ჯორდანი მენეაპოლისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს Twitter-ის საშუალებით ეხმაურება.
„ძალიან ვწუხვარ, მტკივა და გაბრაზებული ვარ. ვხედავ და მესმის ყველა ადამიანის ტკივილი, ბრაზი და იმედგაცრუება. მე მხარს ვუჭერ მათ, ვინც გმობს რასიზმს და ძალადობას ფერადკანიანებზე.
უკვე საკმარისია! ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და მშვიდობიანი პროტესტით ვაიძულოთ ხელისუფლება შეცვალოს კანონები. ჩვენ ხმა უნდა მივცეთ ამ სისტემის ცვლილებას“,- წერს ლეგენდარული კალათბურთელი Twitter-ის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც პოლიციამ ძალის გამოყენებით 46 წლის მამაკაცი, ჯორჯ ფლოდი დააკავა.
ფლოდის დაკავების ვიდეომ აშშ-ის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია.
კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია.
მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
Statement from Michael Jordan: pic.twitter.com/lWkZOf1Tmr
— Jordan (@Jumpman23) May 31, 2020