fbpx
18:02 | 2020-06-24 ავტორი: თამარ გონგაძე

“ვცდილობდი მომეფიქრებინა, როგორ დავხმარებოდი სხვებს” – ქეთი მელუა

“ვცდილობდი მომეფიქრებინა, როგორ დავხმარებოდი სხვებს” – ქეთი მელუა

27 ივნისს 22 საათზე ქეთი მელუა საქველმოქმედო კონცერტს ატარებს. წარმოშობით ქართველი ბრიტანელი მუსიკოსი იუთუბზე ჩატარებული ონლაინ კონცერტის მეშვეობით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას დაეხმარება. პოსტერზე მითითებულ ნომერზე დარეკვით საზოგადოებას 1 ლარი

 

“გამოწვევებით სავსე პერიოდში, ვცდილობდი მომეფიქრებინა, როგორ დავხმარებოდი სხვებს, ამიტომ გადავწყვიტე შევუერთდე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, რომელიც მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს ქვეყანაში COVID-19-ის კრიზისის პერიოდში” – აცხადებს ქეთი.

 

ქეთი მელუას ქმარმა ოპერაცია გაიკეთა -
2020-06-23ქეთი მელუას ქმარმა ოპერაცია გაიკეთა - "მეოთხეჯერ იღბლიანად!“

 

 

მსმენელებს დონაციის განხორციელება შეეძლებათ:

 

• სატელეფონო ზარით – 16 222 (მხოლოდ საქართველოდან). ზარის ღირებულება 1 ლარი
• ვებ-გვერდის მეშვეობით https://redcross.ge/ge/donate (როგორც საქართველოდან, ისე გლობალურად)

 

Georgia Red Cross Society / საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება-ს ფოტო.

 

COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დაწყებისთანავე, საქართველოს წითელი ჯვარი აქტიურად მონაწილეობს მოწყვლადი ჯგუფების სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილებაში. პანდემიის პირობებში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ 80 000-მდე ამანათი დაარიგა და კვლავ აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის მხარდაჭერას.

 

ქეთიმ თაყვანისმცემლებს, თავისი ვიდეომიმართვის ქვემოთ, კომენტარებში, საყვარელი სიმღერების ჩამოთვლა თხოვა, რომელსაც ავტორ-შემსრულებელი 27 ივნისს კონცერტზე შეასრულებს.

ავტორი: თამარ გონგაძე
X