fbpx
15:43 | 2020-08-29 ავტორი: Prime Time

„ვთხოვ საპატრიარქოს, დაუშვან გამონაკლისი“- გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია

„ვთხოვ საპატრიარქოს, დაუშვან გამონაკლისი“- გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია საპატრიარქოს თხოვნით მიმართავს, წესი აუგონ მის შვილიშვილს.

 

„ვთხოვ საპატრიარქოს, დამეხმაროს ამაში და ჩემს პატარას წესის აუგებელს ნუ გაუშვებს ამ ქვეყნიდან. მორწმუნე იყო ის ბავშვი. შეიძლება ამ ბავშვს სულაც არ მოუკლავს თავი, არ ვიცი. მე მაქვს იმედი, რომ დაუშვებენ გამონაკლისს, სცემენ მის სულს პატივს და აუგებენ წესს”, – ამბობს გარდაცვლილის ბებია.

 

„თუ ბავშვმა თავი მოიკლა წესს ვერ ავუგებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს “ — განაცხადა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის ხელმძღვანელმა მეუფე გიორგიმ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X