16:50 | 2020-03-25 ავტორი: თამარ გონგაძე

“ვშიშობ, ფსიქიატრიულის პაციენტები არ “გავიჩითოთ” – ანრი ჯოხაძემ დღევანდელ სიტუაციას სიმღერა მიუძღვნა

“ვშიშობ, ფსიქიატრიულის პაციენტები არ “გავიჩითოთ” – ანრი ჯოხაძემ დღევანდელ სიტუაციას სიმღერა მიუძღვნა

სახლში მყოფმა ანრი ჯოხაძემ მეგობრებს სიმღერა მიუძღვნა. “დარჩი სახლში, რომ ხვალ მოვიდე შენთან, დარჩი სახლში, რომ ხვალ დარჩე ჩემთან, დარჩი სახლში, გარეთ არავინ არ არის, ხომ ხედავ, რომ სამყარო ისეთი ვერ არის, ვერ არის…”

 

მე მგონი რაღაც ახალ პროექტს ვიწყებ ამ სიმღერითო, ამბობს მომღერალი. ვიდეო “ფეისბუქზე” სულ ცოტა ხნის წინ განათავსა და უკვე უამრავი ნახვა და მოწონება აქვს. როგორც “პრაიმტაიმთან” ამბობს, მეგობრებმა უკვე აიკლეს, დილიდან ტვინი გაუბურღეს, რაღაც გავაკეთოთ ამ სიმღერაზეო…

 

 

ანრი ჯოხაძე: – რა დროს ეგ არის? ვნახოთ, ვფიქრობ ფორმაზე და ალბათ, კონკრეტულ იდეაზე შევჯერდები, რა ფორმით შეიძლება გაკეთდეს. სიმღერისთვის არავის გვცხელა, თუმცა მომწონს ამ სიმღერის ფორმა. ეს ყველას მდგომარეობაა… არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ დღევანდელი ამბავია.

 

– შენ რაზე დაგაფიქრა ამ სიტუაციამ?

 

– არსებულ სიტუაციას ისევე ძნელად ვეგუები, როგორც დანარჩენი მსოფლიო. მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს ვერ ვნახულობთ… ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სამყარო ისეთი არ არის, როგორიც გუშინ იყო. იმედი მაქვს, ნელ-ნელა დალაგდება, თორემ ამ მდგორეობაში, ვშიშობ, ფსიქიატრიულის პაციენტები არ “გავიჩითოთ”. ასეთ დროს ჯობს ადამიანმა თავის შესაქცევი მოძებნოს.

 

– შენ რა იპოვე?

 

– მე უფრო იოლად მაქვს საქმე. სიმღერას დავწერ, ფილმებს ჩავუჯექი, რიმლებსაც სხვა თვალით ვუყურე.

 

და რა იქნება მომავალში, როგორ ფიქრობ?

 

– ალბათ, რაღაცებს გადავაფასებთ ადამიანები. არ გეჩვენება, რომ თითქოს ადამიანებმა ერთმანეთს ყურადღება მივაქციეთ? მანამდე ყოველდღიურობა და აჩქარებული დრო გვაიძულებდა, გვერდზე არ მოგვეხედა. არის რაღაცები, რაზეც დავფიქრდით, ეს აქამდე როგორ ვერ შევნიშნეო… სხვა ფასეულობებმა წამოიწიეს წინ. სამწუხაროა, რომ სამყაროს ამისთვის ამხელა მსხვერპლი დასჭირდა.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები