13:54 | 2020-01-27 ავტორი: Prime Time

ვრცელდება ვიდეო, სადაც კობი ბრაიანტი 13 წლის ქალიშვილს ავარჯიშებს

ვრცელდება ვიდეო, სადაც კობი ბრაიანტი 13 წლის ქალიშვილს ავარჯიშებს

სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება სამი წლის წინ გადაღებული ვიდეო, სადაც კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტი, თავის 13 წლის ქალიშვილს იანა მარია-ონორე ბრაიანტს ავარჯიშებს.

 

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული კალათბურთელი და  მისი 13 წლის ქალიშვილი ჯიანა მარია-ონორებრაიანტი გუშინ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.

 

პოლიციის ინფორმაციით, კალიფორნიის ქალაქ კალაბასასში ჩამოვარდნილი კერძო ვერტმფრენის ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ავიაკატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა.

 

კობი ბრაიანტი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ თამაშობდა. კარიერის განმავლობაში მან NBA-ის ჩემპიონის 5 ტიტული მოიგო გუნდთან ერთად.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები