23:02 | 2020-07-04 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ვრცელდება ვიდეო, როგორ სცემს „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ახალგაზრდას

ვრცელდება ვიდეო, როგორ სცემს „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ახალგაზრდას

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ოთარ სირაძემ ამბროლაურში „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტს ნიკოლოზ ღლონტს სცემა. ამის შესახებ „მთის ამბები“ წერს.

 

ინციდენტი ვანო კობახიძის ქუჩაზე, დაახლოებით 18:40 საათზე მოხდა. ოთარ სირაძესთან ერთად, ინციდენტში მისი ძმა დავით სირაძეც მონაწილეობდა.

 

თქვენ რომ არა „რაშა ნაშას“-ს კრასნოდარის ოლქი ვიქნებოდით! - კულუმბეგოვი ამერიკას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
2020-07-04თქვენ რომ არა „რაშა ნაშას“-ს კრასნოდარის ოლქი ვიქნებოდით! - კულუმბეგოვი ამერიკას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

 

სირაძესა და ახალგაზრდა აქტივისტს შორის დაპირისპირება დღეს, ონში, ჰესების კასკადის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე მომხდარ ამბავს უკავშირდება.

 

იმ დროს, როცა ოთარ სირაძე „მთის ამბებს“ ინტერვიუს აძლევდა, ნიკოლოზ ღლონტმა „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით უცენზურო სიტყვა გამოიყენა.

 

აქციის დასრულების შემდეგ, ოთარ სირაძე და ნიკოლოზ ღლონტი ერთმანეთს ამბროლაურში, სავარაუდოდ, შემთხვევით შეხვდნენ. სირაძე იქვე ახლოს ცხოვრობს საოჯახო სასტუმროსთან, სადაც „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტები არიან დაბინავებულები.

 

ნიკოლოზ ღლონტი პოლიციის სამმართველოში გამოიკითხა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X