fbpx
23:10 | 2020-11-20 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ვრცელდება ვიდეო – როგორ დააკავეს წერეთელზე შეიარაღებული მძარცველი

ვრცელდება ვიდეო – როგორ დააკავეს წერეთელზე შეიარაღებული მძარცველი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალზე თავდასხმის, რამდენიმე პირის მძევლად აყვანის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავა.

 

დაკავებული 1989 წელს დაბადებული ლევან ზურაბაშვილია. უწყების ცნობით, თავდამსხმელმა 17 ადამიანი მძევლად აიყვანა.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X