10:26 | 2020-08-14 ავტორი: Prime Time

ვრცელდება თუ არა კორონავირუსი საკვებით? – ჯანმოს პასუხი გუშინ აგორებულ სკანდალზე

ვრცელდება თუ არა კორონავირუსი საკვებით? – ჯანმოს პასუხი გუშინ აგორებულ სკანდალზე

უნდა გევშინოდეს, თუ არა საკვებისგან კორონავირუსის გავრცელების და რამდენად უსაფრთხოა იმპორტირებული გაყინული პროდუქტები?

 

ამ საკითხს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც გუშინ, ჩინეთის ქალაქ შენჯენის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინული ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა.

 

ადამიანებს საკვებისგან კორონავირუსის გავრცელების არ უნდა ეშინოდეთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა განაცხადა, რითაც ის ჩინეთის ხელისუფლების მიერ გაყინულ საკვებ პროდუქტებში კორონავირუსის აღმოჩენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

 

იგივე შინაარსის განცხადება გაავრცელა აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამაც, სადაც აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ ადამიანები შესაძლოა საკვებისგან დაინფიცირდნენ

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X