fbpx
12:34 | 2020-11-12 ავტორი: Prime Time

ვრცელდება ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ ცესკოს თანამშრომელს ქრთამის სანაცვლოდ სამსახურის დატოვებას სთხოვენ

ვრცელდება ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ ცესკოს თანამშრომელს ქრთამის სანაცვლოდ სამსახურის დატოვებას სთხოვენ

საინფორმაციო სააგენტო „კვირა“ ავრცელებს, ფარულ აუდიო ჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ ასახულია ცესკოდან რამდენიმე დღის წინ დემარშით წამოსული თანამშრომლის, ივანე ბურდულის საუბარი, მის აწ უკვე ყოფილ თანამშრომელთან.

 

„კვირა“ წერს, რომ ჩანაწერი მას მესამე პირმა მიაწოდა. აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ ივანე ბურდული, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი შაშკინის ახლო მეგობარია, ცესკოს თანამშრომელ ქალს ქრთამის სანაცვლოდ სამსახურიდან მის მსგავსად დემარშით წამოსვლას სთავაზობს.

 

ჩანაწერის მიხედვით, ივანე ბურდული ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს ხატია ფერსაშვილს ესაუბრება და დიდი ფულის სანაცვლოდ მისი ნაბიჯის გამეორებას სთავაზობს.

 

ჩანაწერში ისმის ფრაზა, რომ გადახდილი იქნება ბევრი ფული.

 

– ვერ გადაიბირე ვერავინ?

 

– ვაიმე მესამედ მეკითხები უკვე

 

– რა, თუ გადაიბირე ვინმე, რა უბედურებაა, ვერ გავიგე?

 

– წამოდი მეთქი გეუბნები და არ მოდიხარ და მეტი რა გითხრა, ვერ გავიგე.

 

– სად წამოვიდე?

 

– სად წამოხვიდე და გეუბნები სადაც წამოხვიდე შეჩემა.

 

– შენთან ერთად ტელევიზიებში ვირბინო?

 

– იცი რა არის? ორი ვარიანტი გაქვს.

 

– აბა?

 

– დაწერე განცხადება და გაქრი. მართლა გეუბნები. დაწერე განცხადება, გაქრი, თქვი რომ ვაბშე არაფერს არ ვაკეთებ. ეგ იქნება ა, და იქნება ბ, დაწერე განცხადება, გამოდი და…ვი.

 

– ხო, პირველ შემთხვევაში მიიღებ 100 ლარს, მეორე შემთხვევაში მიიღებ 300 ლარს ან 500 ლარს, მეტი რა გითხრა?! თუ არადა იჯექი და შეყურე ტრ..ში მაგ ყ..ბს, იხილე რა 5 საათამდე რაღაცა ყ…ე ფურცლები ვიღაცა ყ..ბის ყ…ობა დაწერილი საჩივრები, ანძ..იე ორი ხელით, ისა რა ქვია, არასამუშაო დროს და იჯექი დილის 10-დან 6 საათამდე, რავი, შენი არჩევანია. მე ჩემი არჩევანი გავაკეთე.

 

– კი ვიდგები ქუჩაში ხვალიდან.

 

– გინდა ქუჩაში იდექი, გიდნა სახლში იჯექი, მაგრამ გეუბნები, რომ პირველი, ა შემთხვევაში მიიღებ 100 ლარს, ბ შემთხვევაში მიიღებ 500-ს ან რა ვიცი შეიძლება 700 ლარიც, არ ვიცი, მაგრამ ბევრს, არ არის ცოტაზე საუბარი, საუბარი არის ბევრზე, მეტი რა ვქნა.

 

აუდიო ჩანაწერი, რომელსაც სააგენტო „კვირა“ ავრცელებს, შეგიძლიათ მოისმინოთ აქ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X