fbpx
11:01 | 2020-11-21 ავტორი: Prime Time

ვნერვიულობ სერგეენკოზე, რას შვება იმ დაძაბულ ბრძოლაში? გავგიჟდები რომ ვერ გაიმარჯვოს – ალეკო ელისაშვილი

ვნერვიულობ სერგეენკოზე, რას შვება იმ დაძაბულ ბრძოლაში? გავგიჟდები რომ ვერ გაიმარჯვოს – ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქის“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი არჩევნების მეორე ტურს სოციალურ ქსელში იუმორით ეხმიანება.

 

ელისაშვილი საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატს, დავით სერგეენკოს „წარმატებას უსურვებს“.

 

„ვნერვიულობ სერგეენკოზე. რას შვება იმ დაძაბულ ბრძოლაში? გავგიჟდები რომ ვერ გაიმარჯვოს… აბა თქვენ იცით ბატონო დავით, საბურთალო თქვენთანაა…. დარწმუნებული ვარ სწორედ თქვენ იქნებით კომპარტიის 27-ე ყრილობის დელეგატი საბურთალოდან“,- წერს ალეკო ელისაშვილი.

 

გაიხსენეთ, როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი პოლიტიკოსები წლების წინ - დაათვალიერეთ ფოტოები
2020-11-21გაიხსენეთ, როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი პოლიტიკოსები წლების წინ - დაათვალიერეთ ფოტოები

 

დღეს, 21 ნოემბერს, საქართველოს მასშტაბით, 17 საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება. ოპოზიციური პარტიები მეორე ტურებში მონაწილეობას არ იღებენ და პარლამენტში შესვლასაც არ აპირებენ.

 

იმ ოლქებში, სადაც პირველ ტურშივე გამოვლინდა გამარჯვებული, ყველა „ქართული ოცნების” წარმომადგენელია. დარჩენილი 17 ოლქიდან მხოლოდ ერთში, გლდანში ლიდერობდა ოპოზიცია.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X