22:19 | 2020-05-21 ავტორი: თამთა თორდია

ვნახეთ სასწაული სურათი: ავთანდილი, ტარიელი და ფრიდონი… – ანა დოლიძე

ვნახეთ სასწაული სურათი: ავთანდილი, ტარიელი და ფრიდონი… – ანა დოლიძე

ანა დოლიძე ოპოზიციის შეკრებებს ეხმიანება და ამბობს, რომ ოპოზიციის მაგიდამ ცოტა სხვა ფორმა მიიღო.

 

მისი თქმით, სასწაული სურათი ვიხილეთ.

 

„ოპოზიციის მაგიდამ დღეს ცოტა სხვა ფორმა მიიღო, მაგიდის წევრები დღეს საუბრობენ ერთობლივ პოლიტიკურ გეგმებზე.

 

ჩვენ ვნახეთ, რაღაცა სასწაული სურათი: ავთანდილი, ტარიელი და ფრიდონი მეგონა. სამი პოლიტიკური ლიდერი რომ იყო, შალვა ნათელაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა.

ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დააფუძნა
2020-05-21ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დააფუძნა

 

 

არ ვიცი, რომელი რომელი იყო, თვითონ როგორ ჰგონიათ, იმას აქვს მნიშვნელობა.

 

თავიანთი აზრით აქეთაც გვყავს, ავთანდილი ტარიელი და ფრიდონი, „ბრწყინვალე” სამეული, რომლებსაც ვერ მიჰყავს “ოცნების” პოლიტიკა – თალაკვაძე, მდინარაძე და კობახიძე”, – განაცხადა ანა დოლიძემ გადაცემა „რეაქციაში“.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

X