16:00 | 2020-06-03 ავტორი: ნინი ტაველიძე

ვლოცულობ ფლოიდისთვის! – რომის პაპი

ვლოცულობ ფლოიდისთვის! –  რომის პაპი

რომის პაპმა, ფრანცისკემ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას ტრაგიკული უწოდა.

 

პაპის თქმით, ის ფლოიდისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის ლოცულობს, რომლებმაც სიცოცხლე რასიზმის გამო დაკარგეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 

ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა
2020-06-01ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა

 

ამის შესახებ პაპმა ყოველკვირეული ლოცვისას ისაუბრა.

 

„ძვირფასო დებო და ძმებო, დიდი შეშფოთებით ვადევნებ თვალყურს არეულობას ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ ხდება.

 

ჩემო მეგობრები, დაუშვებელია, თვალი დავხუჭოთ რასიზმისა და გარიყულობის ნებისმიერ ფორმაზე, ამ ფაქტების მიმართ ტოლერანტულები ვიყოთ და თან ვამტკიცოთ, რომ ადამიანის სიცოცხლის უფლებას ვიცავთ.

 

ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ძალადობა თვითგანადგურება და თვითდამარცხებაა.

 

ძალადობა არაფერს მატებს ადამიანს, სანაცვლოდ კი ძალიან ბევრს აკარგვინებს“,- განაცხადა პაპმა.

 

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაიცვალა.

 

მის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობა მოჰყვა.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X