fbpx
14:52 | 2020-11-12 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ვლადიმერ ბოჟაძე: ერთი ადამიანის გარდაცვალების მიუხედავად მაინც გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა

ვლადიმერ ბოჟაძე: ერთი ადამიანის გარდაცვალების მიუხედავად მაინც გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა

სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე, დღეს გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერს გამოეხმაურა, სადაც სავარაუდოდ ასახულია ცესკოდან რამდენიმე დღის წინ დემარშით წამოსული თანამშრომლის, ივანე ბურდულის საუბარი, მის ყოფილ თანამშრომელთან.

 

ვლადიმერ ბოჟაძე: დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება, ძალიან სამწუხაროა რომ ერთი ადამიანის გარდაცვალების მიუხედავად მაინც გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა და მუქარა

მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს ოპოზიცია „საზეიმო აქციას“ გეგმავს
2020-11-12მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს ოპოზიცია „საზეიმო აქციას“ გეგმავს

 

დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება, ძალიან სამწუხაროა რომ ერთი ადამიანის გარდაცვალების მიუხედავად მაინც გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების ,,ბულინგი”, ზეწოლა, მოსყიდვის მცდელობა და მუქარა,- წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე.

 

,,ეს არის უკანონო და ამორალური ქმედებები, რომელიც იმ პოლიტიკური ძალის სავიზიტო ბარათია, ვინც 9 წელი ამ მედოთებით მართავდა ქვეყანას და ახლაც, ხელისუფლებაში დაბრუნების, რევანშის დაუოკებელი სურვილი ამოძრავებს“,- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ ივანე ბურდული, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი შაშკინის ახლო მეგობარია, ცესკოს თანამშრომელ ქალს ქრთამის სანაცვლოდ სამსახურიდან მის მსგავსად დემარშით წამოსვლას სთავაზობს.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X