19:54 | 2021-06-11 ავტორი: თამარ გონგაძე

“ვკლავდი “მამულიჩას” ამის გამო” – ნახეთ, ფარულად გადაღებული ლელას “აჭარული” (ვიდეო)

“ვკლავდი “მამულიჩას” ამის გამო” – ნახეთ, ფარულად გადაღებული ლელას “აჭარული” (ვიდეო)

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, “მამულიჩა” ლელას ვიდეოს ჩუმად უღებს და მერე “ფეისბუქზე” აქვეყნებს. ამჯერად პროდიუსერმა ქმარმა, მომღერლის “აჭარულის” კადრები გაავრცელა და თან მიაწერა – ამასობაში 300 ათასამდე ნახვა დღე-ღამეშიო.

 


ვიდეოში მომღერალი რუსა მორჩილაძის დაბადების დღეზე ექსპრომტად აცეკვდა. ლელას კომპოზიტორის ქმარი ეცეკვება.

 

ლელა წურწუმია: – რუსიკოს დაბადების დღე იყო და მეგობრის სახლში, გადავწყვიტეთ, ცოტა გავმხიარებულიყავით. ცეკვა ზოგადად მიყვარს. თან ამ პანდემიის გადამკიდე, მონატრებულები ვართ შეკრებას და მხიარულებას. ვიცეკვე და თურმე არ მიღებს? ვკლავდი “მამულიჩას” ამის გამო. მერე კახუჩელასთან ყვებოდა, დავდე და იმდენი ნახვა ჰქონდა მალევეო…

 

ავტორი: თამარ გონგაძე


X

error: Content is protected !!