14:36 | 2021-06-24 ავტორი: Prime Time

ვხედავ, „დაყოფილები“ ერთიანდებიან… – ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება გამოქვეყნდა

ვხედავ, „დაყოფილები“ ერთიანდებიან…  – ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება გამოქვეყნდა

წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს. მისი თქმით, რუსები საკუთარი ხელით დახსნიან მავთულხლართებს და წავლენ.

 

„ახალი სიტყვა: რუსები საკუთარი ხელით დახსნიან მავთულხლართებს და წავლენ!

 

(ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი — გაგრძელება, ნაწილი 79).

 

„ვხედავ, რომ ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით ამერიკა–რუსეთის თანამშრომლობა–ურთიერთობები ძალიან დაიძაბება.

 

მინდა აღვნიშნო, რომ როცა რუსეთი თავის პოლიტიკას ატარებდა, ამერიკაც ეთანხმებოდა და ევროპაც მნიშვნელოვან საკითხებში.

 

 

 

 

ახლო მომავალში კი მოხდება პირიქით: არავითარი შეთანხმებები, არავითარი ერთობლივი მოქმედებები, მხოლოდ იმგვარი პოლიტიკა გატარდება, როგორსაც ამერიკა და ევროპა — მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები გადაწყვეტენ. ფაქტობრივად, რუსულ პოლიტიკას ნიღაბი აეხდება ბოლომდე.

 

მინდა აღვნიშნო: სნოუდენი კვლავ განაგრძობს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემას. „აქ დიდი ალბათობაა, – ფიქრობს ამერიკა, – რომ ეს რუსეთის შეკვეთებია“.

 

სნოუდენის ინფორმაციები პატარა ბომბებივით უდევთ რუსებს და როგორც კი რამე მოხდება, შანსს ხელიდან არ გაუშვებენ, ისე ალაგებს რუსეთი ამ ინფორმაციებს, რომ ერთმანეთს წაჰკიდოს ქვეყნები. განსაკუთრებით ამერიკასთან მიმართებით მუშაობენ.

 

მე კი რუსეთის წინააღმდეგ ამერიკა–ევროპის პოლიტიკურ ომს ნათლად ვხედავ…

 

ევროპა არცერთ შემთხვევაში არ მისცემს რუსეთს ლიდერობის უფლებას. ეს უკვე იქნება არა ფარული, არამედ ძალინ დიდი და ხანგრძლივი ბრძოლები. საინტერესო ის არის, რასაც ვხედავ ამწუთას: თვითონ რუსი ხალხი მთავრობას, კრემლს ძალინ ცუდად შეუბრუნდება.

 

 

 

ხალხი იყვირებს, რომ რუსეთის მთავრობამ, მათმა პოლიტიკამ დიდი დარტყმა მიაყენა სრულიად რუსეთს და იქნება ძალიან დიდი მიტინგები. იმას, რაც მოხდა ბალოტნაიაზე, ექნება გაგრძელება და მთავრობა ამჯერად უკვე უძლური იქნება, ძალის გამოყენებით აღკვეთოს დემონსტრაცია, იმდენად მრავალრიცხოვანი იქნება ხალხის მასა. მოკლედ, რუსეთს ძალიან რთული დღეები ელის ახლო მომავალში.

 

რაც შეეხება საქართველოს, ის რუსეთისთვის ამოთხრილი საფლავია. რამდენადაც საქართველოს მიმართ გაართულებს სიტუაციასა და მდგომარეობას, იმაზე მეტად ათჯერ მძიმე დარტყმას უბრუნებს კოსმოსი. რა თქმა უნდა, მოსახდენი უნდა მოხდეს და ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს.

 

მე კიდევ მინდა გავაფრთხილო რუსეთი, რომ იქნება პროდუქტების უკმარისობა. ისევ ვხედავ დიდ ცეცხლს, წყალდიდობებსა და ასევე ვულკანების ამოფრქვევას.

 

მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის მიერ შექმნილი საბაჟო კავშირი არ გაამართლებს. ეს არის ძალადობა ყაზახეთზე, ბელორუსზე, სომხეთზე… და საერთოდ, ვერ ვხედავ ამ გაერთიანებას.

 

სხვათა შორის, რუსეთს აზერბაიჯანთან ძალიან აერევა ურთიერთობები. აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ბატონ ალიევს, ნერვები უმტყუნებს და უდიდეს წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთს, ისეთს, როგორსაც რუსეთი არ მოელის. კრემლის პოლიტიკას, რომელსაც ის დღეს ატარებს და მომავალშიც გაატარებს, დაყოს და იმეფოს კავკასიაში, უკუშედეგი მოაქვს. ვხედავ, „დაყოფილები“ ერთიანდებიან, ანუ აზერბაიჯანი–საქართველო და სომხეთი–საქართველო. აქვეა თურქეთი და იქვეა ირანიც.

 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შავ ზღვაზე ნატოს მთელი ესკადრილია არის ჩამწკრივებული. გემებზე ვერტმფრენებს ვხედავ. რუსეთი ხმასაც ვერ ამოიღებს, იმიტომ, რომ ეს მონაკვეთი ნატოს ეკუთვნის. ფოთში აუცილებლად აშედება ახალი პორტი, ვინაიდან ეს ამერიკის ინტერესებშია და გეგმა–პროექტიც მოდის ამერიკიდან. მათი შემუშავებულია.

 

 

 

 

 

ვიმეორებ წარსულში ნათქვამს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნები: ჩეჩნეთი, დაღესტანი, ყაბარდო–ბალყარეთი, ინგუშეთი, ყარაჩაი–ჩერქეზეთი, ადიღეა და ა.შ. დღეს უკვე გაერთიანებულები არიან და კიდეც გაილაშქრებენ რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთს ეს ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვერაფერს აკეთებენ, წინააღმდეგობას ვერ უწევნ.

 

ეს სიტუაცია იმ ზღაპარს ჰგავს, რომელშიც უფლისწული გველეშაპს ერთ თავს აჭრის, მაგრამ მის მაგივრად ხუთი ერთად ამოსდის.

 

სამაჩაბლო. ეს საქართველოა და ოსები როკის გვირაბს ნუ უყურებენ დიდი იმედით. ის გვირაბი, მე ადრეც ვიწინასწარმეტყველე, რომ არ იარსებებს. მოვა დრო, როცა რუსეთი ჩრდილოეთ ოსებს ვეღარ დაიცავენ და კარგად მიმოიხედონ ოსებმა ირგვლივ, ვინ ჰყავთ მეზობლად და რას უზამენ ის მეზობლები. მინდა აღვნიშო, რომ ყველაზე დაუცველი ქვეყანა ჩრდილოეთ ოსეთი იქნება. რუსეთი თავის ტერიტორიებად მიიჩნევს ჩრდილოეთსაც და „სამხრეთ ოსეთსაც“.

 

ნუ იფიქრებთ, სამაჩაბლოში მავთულხლართებით იმიტომ დარბიან რუსები, რომ სულ ოსებზე ამოსდით მზე და მთვარე. უბრალოდ, ამ გარნირით აზავებენ საკუთარ სურვილებს – ეს არ ის და ეს. მაგრამ მოუწევთ საქართველოს დატოვება.

 

სხვათა შორის, რუსები თვითონაც ხვდებიან, რომ ეს არაჯანსაღი პოლიტიკაა, რომელსაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ატარებენ, რომ ის თავად მათ უთხრის ძირს, რომ წარმოაჩენს რუსეთს მსოფლიოს თვალში როგორც არასანდო პარტნიორს, რაც ყოველთვის იქნება ევროპა–ამერიკისთვის სალაპარაკო თემა. ეს ის შემთხვევაა, რაც ბევრ სახელმწიფოს დააფიქრებს რუსეთთან ურთიერთობაზე.

 

მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთს მომავალში ეყოლება ახალი მთავრობა, რომელიც ურთულესი ჩიხიდან გამოიყვანს ქვეყანას, ხალხს, ჩამორეცხავს სამარცხვინო იარლიყებს, გამოასწორებს ტერიტორიებთან დაკავშირებულ შეცდომებს და, რაც მთავარია, საბჭოთა კავშირის შექმნის პირდაპირი მტერი იქნება.

 

ახალი მთავრობის წევრებს მიაჩნიათ, რომ მისახედია ის უზარმაზარი მიწები, რომელთაც რუსეთი ფლობს, და საკუთარი ხალხი, რომ სხვა სახელმწიფოების ცხოვრებაში ქექვა მათი საქმე არ არის. აი აქედან იწყება, ვხედავ, რუსეთის აყვავებას. თუმცა, მსოფლიოს ნდობის აღდგენასა და თავიდან მის მოპოვებას მაინც დიდი დრო დასჭირდება“, – ნათქვამია კაკულიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

ავტორი: Prime Time

X