fbpx
14:30 | 2020-07-22 ავტორი: Prime Time

ვიცოდი, რომ სამსახურიდან უნდა წასულიყო – თამარ ბაჩალიაშვილის კომპანიის დირექტორი გარდაცვლილ პროგრამისტზე

ვიცოდი, რომ სამსახურიდან უნდა წასულიყო – თამარ ბაჩალიაშვილის კომპანიის დირექტორი გარდაცვლილ პროგრამისტზე

კომპანია „ზეგის“ დირექტორი თამარ კობერიძის განცხადებით, 23 წლის გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს სამსახურში არანაირი პრობლემა არ ჰქონდა.

 

მისივე თქმით, თამარის სამსახურიდან წასვლა მოულოდნელი არ ყოფილა.

 

„ვიცოდი, რომ შეიძლება სამსახურიდან წასულიყო. ბევრჯერ გაჟღერებულა, რომ ორ სამსახურში მუშაობდა და დრო აღარ ჰქონდა. ვართ „აუთსორსინგ“ კომპანია, თამუნა იყო მშვენიერი თანამშრომელი, არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. მუშაობდა სხვადასხვა პროექტზე. არაფერი განსხვავებული არ ხდებოდა“, – განაცხადა კომპანია „ზეგის“ დირექტორმა.

 

შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი დღეს თეთრიწყაროს ტეში, ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X