fbpx
23:07 | 2020-11-16 ავტორი: Prime Time

“ვიცოდი, ღირსების ორდენოსანი ქალი იყო და ეს რა გამიკეთა” – ნინა წკრიალაშვილს მეგობარმა მამაკაცმა ქურდობაზე უჩივლა

“ვიცოდი, ღირსების ორდენოსანი ქალი იყო და ეს რა გამიკეთა” – ნინა წკრიალაშვილს მეგობარმა მამაკაცმა ქურდობაზე უჩივლა

მომღერალი ნინა წკრილაშვილი ყოველთვის სკანდალების ეპიცენტრშია, თუმცა უკვე წელიწადზე მეტია საჯაროდ აღარ გამოჩენილა.

 

ნინა ბოლოს სატელევიზიო გადაცემაში ია ფარულავას „ფარულ კონვერტში“ გამოჩნდა, სადაც მის ყოფილ მეგობარ მამაკაცზე, ბიზნესმენ გია შელეგიაზე სკანდალური განცხადება გააკეთა.

 

გადაცემაში სტუმრობისას, ნინამ თქვა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელიც გადაცემის ეთერში გასვლამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა, მას სწორედ გია შელეგიამ გაუვრცელა და მისი სიყვარულის ისტორიის შესახებაც ისაუბრა.

 

“7 თვეა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ და თურმე ამ დროს...“ – რა ხდება თიკა მახალდიანის დედის მკვლელობის საქმეზე
2020-11-16“7 თვეა ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ და თურმე ამ დროს...“ – რა ხდება თიკა მახალდიანის დედის მკვლელობის საქმეზე

 

„ამ ადამიანთან მე მქონდა ურთიერთობა, რომელიც სკანდალურად დავასრულეთ, მისი ტყუილების გამო. მართლა მეგონა, ცხოვრებაში ამდენი იმიტომ ვიწვალე, რომ შევხვედროდი ამ ადამიანს. მეგონა ის იყო მამა, ბიძა, მთელი სულით და გულით ვენდობოდი. მეგონა მორჩა, დაიწყო მშვიდი ცხოვრება ჩემს ცხოვრებაში.

 

ყველას ეგონა რომ ფულის გამო ვიყავი მასთან, მაგრამ ასე არ იყო. პირველად ვიგრძენი ცხოვრებაში, რომ ვიყავი ქალი. მეგონა მყავს ადამიანი, რომელსაც შემიძლია ბოლომდე ვენდო, მოვეშვი. მანებივრებდა ძალიან.

 

ბრიტანული გამოცემის რეიტინგით, ქართული პირბადე მსოფლიოს 5 საუკეთესო დიზაინერულ პირბადეს შორის პირველია
2020-11-14ბრიტანული გამოცემის რეიტინგით, ქართული პირბადე მსოფლიოს 5 საუკეთესო დიზაინერულ პირბადეს შორის პირველია

 

ძალიან დიდ პატივს ვცემდი, მეხვეწებოდა მისგან შვილი გამეჩინა. ამ ასაკში რამოდენიმე თვის გაცნობილ ადამიანთან შვილი გააჩინო რთულია. კიდევ კარგი ზურგის ტვინი მაქვს ამოქმედებული. ძალიან ვმეგობრობდით, ჩემი ყველა პრობლემის შესახებ იცოდა. ურთიერთობიდან ზუსტად ერთ წელში გავიგე, რომ მისგან ორსულად იყო სხვა ქალი. ცხოვრების ბოლო იმედი დამენგრა“ – იხსენებდა მომღერალი.

 

ნინამ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ პოლიციას არ ჰქონდა პირდაპირი მტკიცებულებები იმის, რომ ვიდეო გია შელეგიამ გაუვრცელა, თუმცა იმედი დაიტოვა რომ მოვიდოდა დრო, როცა ეს ოფიციალურად დადასტურდებოდა. გაგრძელება

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X