fbpx
12:43 | 2020-05-25 ავტორი: Prime Time

ვისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ხე სახელმწიფოსი იქნება თუ ეკლესიის? – მეუფე ანტონი

ვისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ხე სახელმწიფოსი იქნება თუ ეკლესიის? – მეუფე ანტონი

ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი ეკლესიის წინააღმდეგ შეტევაზე საუბრობს. მისი თქმით, ეკლესიისადმი ზიზღი უკვე საზღვრებს სცდება. ამის შესახებ მან ერთ-ერთი ქადაგებისას ისაუბრა.

 

„ახლა იცით, რომ საპატრიარქოს გადმოსცეს ხე. მე მათ ადგილზე ასე ვიტყოდი: „რა კარგია, რომ ეკლესიას გადასცეს ტყე, ეს მაინც დაგვრჩება“. მე მინდა დავსვა კითხვა – ვისთვის რა მნიშვნელობა აქვს ხე სახელმწიფოსი იქნება თუ ეკლესიის? თუ ეკლესია გაყიდის, რა გარანტია გაქვს, რომ სახელმწიფო არ გაყიდის. ეკლესია უცხოელებზე მაინც არ გაყიდის.

 

უჩიჩინებენ ქალებს - კაცებს ცოლად მიტომ მოყავხართ, რომ საჭმელები გაკეთებინონ, გიხმარონ - მეუფე ანტონი 
2020-05-25უჩიჩინებენ ქალებს - კაცებს ცოლად მიტომ მოყავხართ, რომ საჭმელები გაკეთებინონ, გიხმარონ - მეუფე ანტონი 

 

სხვადასხვა შედარება მოჰყავთ, ყველაფერს კადრულობენ. ამბობენ იმიტომ უნდათ მღვდლებს მიწა და ტყე, რომ ჯიპები არ გაეკაწროთო – სად არის ლოგიკა ამაში. იმდენად აფრქვევენ ზიზღს, რომ აღარ იციან რა თქვან“,- აღნიშნავს მეუფე ანტონი.

 

ცნობისთვის, პარლამენტში საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემაზე ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. საპატრიარქოსთვის ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ არაუმეტეს 20 ჰექტარი ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X