fbpx
00:24 | 2020-09-25 ავტორი: თამთა თორდია

ვისთვის (არ) დაიწყება სწავლა 1-ელ ოქტომბერს 

ვისთვის (არ) დაიწყება სწავლა 1-ელ ოქტომბერს 

დაიწყება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში 1-ელ ოქტომბერს? ეს კითხვა საზოგადოების ნაწილს დიდი ხანია აწუხებს.

სკოლის მოსწავლეების მშობლების საყურადღებოდ! - რა არჩევანს სთავაზობს მათ განათლების სამინისტრო 
2020-09-24სკოლის მოსწავლეების მშობლების საყურადღებოდ! - რა არჩევანს სთავაზობს მათ განათლების სამინისტრო 

 

სწორედ დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ დიდ ქალაქებში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი) პირველი ოქტომბრიდან, მხოლოდ I-VI კლასელი ბავშვებისთვის, სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

 

თბილისში, რუსთავში, ქუთაისში და ზუგდიდში, VII – XII კლასელები სწავლაs ისევ ონლაინ რეჟიმში გაგრძელებენ.

 

განსხვავებული იქნება სასწავლო პროცესი ფოთსა და გორში. ამ ქალაქებში ყველა კლასის მოსწავლე შეძლებს სასწავლო პროცესი უშუალოდ საკლასო ოთახებში გააგრძელონ.

 

თუმცა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა მოსწავლის მშობელს ექნება საშუალება აირჩიოს, თუ როგორ განაგრძობს მისი შვილი სწავლას, დისტანციურად თუ საკლასო ოთახში.

 

რაც შეეხება სტუდენტებს –  სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ამ დრომდე, გადაწყვეტილი არ არის, როდის შეძლებენ სტუდენტები უნივერსიტეტებში დაბრუნებას.

 

„რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს და პროფესიულ სასწავლებლებს დისტანციური ფორმატი ამ ეტაპზე შენარჩუნდება თბილისში, რუსთავში, ქუთაისში და ზუგდიდში.

 

ადაპტაციის პროცესიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას უმაღლესებში უკვე არადისტანციურად განახლების შესახებ, უახლოეს მომავალში გაცნობებთ“,- განაცხადა ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X