13:12 | 2020-04-14 ავტორი: Prime Time

ვისთან ჰქონდა შეხება საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

ვისთან ჰქონდა შეხება საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

„პრაიმტაიმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საპატრიარქოს დაცვის თანამშრომლის ინფიცირების შესახებ, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს.

 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი რეზიდენციის გარე პერიმეტრს იცავდა.

 

რაც შეეხება კონტაქტებს, ჩვენი ინფორმაციით, დაცვის ყველა ის თანამშრომელი, რომელიც ინფიცირებულთან ერთ ცვლაში მუშაობდა, თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კარანტინში გადაიყვანეს.

 

ეპიდემიოლოგები ასევე იკვლევენ კონტაქტებს კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში, სადაც ინფიცირებული ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და სამსახურში სწორედ სოფლიდან დადიოდა.

 

კონტაქტებს შორის მოიაზრებიან: ოჯახის წევრები, მათ შორის მეუღლე და მცირეწლოვანი ბავშვები, მეზობლები და ის პირები, რომლებიც კასპიდან თბილისში მასთან ერთად მგზავრობდნენ. ჯერჯერობით უცნობია, ჰქონდა თუ არა ინფიცირებულს კონტაქტი სასულიერო პირებთან, თუმცა ცნობილია, რომ დაცვის ყველა თანამშრომელს სამუშაო ცვლის დროს სასულიერო პირები ლოცავენ.

 

ინფიცირებული მამაკაცი საპატრიარქოში ბოლოს 12 აპრილს იმყოფებოდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X