11:14 | 2020-03-17 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ვისთან ჰქონდა კონტაქტი 34-ე ინფიცირებულს 

ვისთან ჰქონდა კონტაქტი 34-ე ინფიცირებულს 

საქართველოში კორონავირუსის 34-ე შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, 34-ე ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა ბოლო სამ პაციენტთან, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ.

 

ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის კონტაქტი

 

17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 64.

 

16 მარტს, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი საავადმყოფოდან გაწერეს.

 

ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი გაწერეს
2020-03-16ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტი გაწერეს
ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები