12:16 | 2020-09-01 ავტორი: Prime Time

ვისი დნმ აღმოჩნდა შაქარაშვილის ჩანთაზე, რომელიც მდინარის პირას იპოვეს

ვისი დნმ აღმოჩნდა შაქარაშვილის ჩანთაზე, რომელიც მდინარის პირას იპოვეს

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატი ლექსო კობაიძე ამტკიცებს, რომ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე უცხო პირის დნმ-ი აღმოჩნდა.

 


მისი თქმით, გენეტიკური პროფილი დაკავებული პირების დნმ-ს არ ემთხვევა.

 

„ჩანთაზე 2 პირის დნმ-ი დადასტურდა. ერთი თავად გარდაცვლილს ეკუთვნის, ხოლო მეორე – უცხო პირს, რომლის იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა“, – ამბობს ადვოკატი.

 

როგორც ადვოკატები, ისე ექსპერტები არ გამორიცხავენ, დნმ-ი იმ პირებს ეკუთვნოდეს, ვინც ადგილზე მუშაობდა, თუნდაც მაშველებს.

 

პროკურატურაში კი განმარტავენ, რომ ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის ცნობილი და შესაბამისად, უცნობია, ვისი დნმ აღმოჩნდა ჩანთაზე.

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!