13:28 | 2021-09-17 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ვისაც ყველაზე მეტად გაუხარდებოდა, ვერ ესწრება ამ ამბავს“ – რატომ არ დახვდა რუსუდან კერვალიშვილი დას საპატიმროსთან

„ვისაც ყველაზე მეტად გაუხარდებოდა, ვერ ესწრება ამ ამბავს“ – რატომ არ დახვდა რუსუდან კერვალიშვილი დას საპატიმროსთან

მაია რჩეულიშვილის საპატიმროდან გათავისუფლების შესახებ პირველ კომენტარს „პრაიმტაიმთან“ მისი დისშვილი ნინო დარასელი აკეთებს. მისი თქმით, 5 წლის შემდეგ ცხოვრებას კვლავ განაგრძობენ.

VIDEO - როგორ გამოიყურება მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ
2021-09-17VIDEO - როგორ გამოიყურება მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ

 

„5 წლის მერე პირველად ამოვისუნთქეთ, ასე მგონია ჰაერი პირველად ჩამივიდა. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ვისაც ყველაზე მეტად გაუხარდებოდა, ვახო ვერ ესწრება ამ ამბავს. აწი, ალბათ გავაგრძელებთ ცხოვრებას. აქამდე, 5 წელი არ ვცხოვრობდით.

 

მაიამ არ მოინდომა, რომ იქ დავხვედროდით. მთავარია თავისუფალია, თუ უნდა, ნუ მოვა სახლში. ყველაზე მეტად რუსო ელოდება. რაღაცნაირად თავს დამნაშავედ გრძნობდა, თვითონ უფრო ადრე რომ მოუწია გამოსვლა. პატიმრობა ადრე დაუმთავრდა…“, – უთხრა ნინო დარასელმა „პრაიმტაიმს“.

 

რას ამბობს ნინო დარასელი

 

 

 

მაია რჩეულიშვილმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დღეს დატოვა.

 

„ცენტრ-პოინტის“ საქმის ე.წ. მიონის ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი 2019 წლის აპრილში გამოუტანა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

 

„პრაიმტაიმის“ პუბლიკაციის, ფოტო, ვიდეო,აუდიო მასალის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია რედაქციასთან შეთანხმების გარეშე.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X