00:01 | 2020-03-15 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ვისაც ჯანმრთელობა აქვს, ვირუსს გადაიტანს, ვისაც არა – მოკვდება – რამზარ კადიროვი მოქალაქეებს ამშვიდებს

ვისაც ჯანმრთელობა აქვს, ვირუსს გადაიტანს, ვისაც არა – მოკვდება – რამზარ კადიროვი მოქალაქეებს ამშვიდებს

ვისაც ჯანმრთელობა აქვს, ვირუსს გადაიტანს, ვისაც არა – მოკვდება, – ამის შესახებ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს და ეხმაურება კორონავირუსთან დაკავშირებულ პანიკას. ამის შესახებ BBC – წერს.

 

„ხალხს აღარ სძინავს იმის გამო, რომ ჩინეთში ვირუსი გაჩნდა, ეშინიათ, რომ ავადმყოფობა შემოვა და მოკვდებიან. ნუ ეცდები სიკვდილს მანამ, სანამ არ მოკვდები. შენ ხომ ბოლოს მაინც მოკვდები. დღეს ყველგან ამ ვირუსზე საუბრობენ, WhatsApp-ში, ყველგან. ათასობით ადამიანი კვდებაო. ვისაც ჯანმრთელობა აქვს, ვირუსს გადაიტანს, ვისაც არა – მოკვდება.

 

იმუნიტეტის გასაძლიერებლად გააზავეთ წყალში თაფლი და ლიმონი და სვით. ჭამეთ ნიორი, სისხლი გაგისუფთავდებათ“, – განაცხადა კადიროვმა მთავრობის სხდომაზე.

 

რამდენად გვიცავს ნიორი კორონავირუსისგან
2020-03-11რამდენად გვიცავს ნიორი კორონავირუსისგან

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X