12:19 | 2021-10-20 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ვის უნდა ჩაუტარდეს სავალდებულო ვაქცინაცია – ინფექციონისტის განმარტება

ვის უნდა ჩაუტარდეს სავალდებულო ვაქცინაცია – ინფექციონისტის განმარტება

ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, გარკვეული პროფესიის წარმომადგენლების მიმართ, რომელთაც საზოგადოების ბევრ წარმომადგენელთან აქვთ კონტაქტი, სავალდებულო ვაქცინაცია უნდა დაწესდეს. როგორც ხმალაძე აღნიშნავს, ქვეყანა სხვაგვარად ვირუსს ვერ დაამარცხებს.

 

„როგორც ვიცი, ზოგიერთ ქვეყანაში შემოვიდა სავალდებულო ვაქცინაცია. საქართველოში სავალდებულო ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ მასწავლებლებს, რესტორნის თანამშრომლებს, ანუ იმ ხალხს, რომელთაც კონტაქტი აქვს ბევრ ადამიანთან.

 

ხალხი შეეჩვია პირბადის გარეშე სიარულს. მთავარი მიზეზი, რის გამოც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მივიდა, არის აუცრელობა. ამ ფონზე, შეზღუდვების დაწესებას მაინც და მაინც კარგი ეფექტი არ ექნება. როდესაც არსებობს ისეთი კარგი გზა, როგორიც არის ვაქცინაცია და ამ დროს შეზღუდვებზეა საუბარი, ეს სირცხვილია, ძალიან მიკვირს ქართველი ხალხის“, – განაცხადა ხმალაძემ.

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 219 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 348 პირი, კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X