16:14 | 2020-02-24 ავტორი: Prime Time

ვის უმალავდა გია ყანჩელი მუსიკოსობას

ვის უმალავდა გია ყანჩელი მუსიკოსობას

კომპოზიტორი გია ყანჩელი, თურმე, ბავშვობაში მეგობრებთან მალავდა, მუსიკაზე რომ დადიოდა. თუ რატომ უწევდა მაესტროს ამის გაკეთება, ამას მისი მონათხრობიდან ვიგებთ.

 

„ჩემს მეგობრებს მუსიკა „არამამაკაცურ“ საქმედ მიაჩნდათ და ამიტომ დიდხანს ვუმალავდი ხოლმე ჩემი ცხოვრების ამ მხარეს. ხანდახან გაკვეთილებსაც ვაცდენდი და ყველაფერს ვაკეთებდი, ბიჭებს სანოტო ჩანთით რომ არსად დავენახე.

 

ერთხელ მეგობართან მივდიოდი, ჩემი სანოტო ჩანთა ორად გავკეცე და გზად საწვიმარ მილში შევტენე. ჩემდა საუბედუროდ, გაწვიმდა და ჩანთა ისე დასველდა, ჩვარს დაემსგავსა. ასეთ მდგომარეობაში ის ჩემი მეგობრის დამ იპოვა და დღიურზე წაწერილი გვარით მიხვდა, რომ ჩემი იყო… ასე გახსნეს ჩემი საიდუმლო მეგობრებმა და მათი აზრით, ერთი საშინლად შეურაცხმყოფელი მეტსახელი შემარქვეს – „იოჰან სებასტიან ბახი“ – გია ყანჩელი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები