10:44 | 2020-04-01 ავტორი: თეონა ყაჭიური

ვის შეეხება კორონავირუსზე ტესტის ჩატარება ახალი პროტოკოლით

ვის შეეხება კორონავირუსზე ტესტის ჩატარება ახალი პროტოკოლით

გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გვარცელება დაიწყო, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, თუ რა შემთხვევეაში ჩაუტარდება მოქალაქეს მკურნალობა ახალი პროტოკოლის მიხედვით.

 

როგორც ცერცვაძემ „ღამის კურიერთან“ საუბრისას აღნიშნა, ადრე გამოკვლევა მხოლოდ მათ უტარდებოდათ, ვისაც მოგზაურობის ისტორია ჰქონდა, თუმცა ახლა ეს ალგორითმი შეიცვალა.

 

„ახლა, როსდესაც დაიწყო შიდა გავრცელება და უკვე რიგ შემთხვევაში პაციენტი ავადდება ისე, რომ ვერ ასახელებს, თუ ვისგან შეიძლება დაინფიცირებულიყო, შეიცვალა მნიშვნელოვანწილად ეს პროტოკოლი.

 

სამი პაკეტი შეიქმნა ახალ ალგორითმში: პირველი დარჩა უცვლელი, ანუ ის პირები, ვინც აქამდე ექვემდებარებოდნენ ტესტირებას, კვლავ ექვემდებარებიან მას.

 

ამას დაემატა მეორე პაკეტი – უსიმპტომო პირები, მაგრამ რისკის ქცევებით, მაგალითად, პიროვნებას არ აქვს სიმპტომები, მაგრამ ის ასახელებს, რომ იმოგზაურა იტალიაში ან უმასპინძლა იტალიელ სტუმრებს ან იყო კონტაქტში ავადმყოფებთან. ეს პიროვნებაც ამიერიდან ექვემდებარება გამოკვლევას.

 

მესამე პაკეტი, ვისაც სიმპტომები აქვს, მაგრამ რისკის ფაქტორები არა. ახველებს აქვს ტემპერატურის მომატება, ყელის ტკივილი, მაგრამ არსად უმოგზაურია და არც სავარაუდო ავადმყოფთან ყოფილა – ამ ადამიანების გამოკვლევაც მოხდება,“-განაცხადა თენგის ცერცვაძემ.

 

1 აპრილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით 115 ადამიანია ინფიცირებული.

 

1 აპრილის მდგომარეობით გამოჯანმრთელდა 22 ადამიანი.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები