fbpx
12:16 | 2020-10-27 ავტორი: Prime Time

ვის რამდენი მანდატი უჭირავს ხელში, თუ “Survation”-ის უახლესი კვლევის შედეგებს მანდატებად დავაკონვერტირებთ 

ვის რამდენი მანდატი უჭირავს ხელში, თუ “Survation”-ის უახლესი კვლევის შედეგებს მანდატებად დავაკონვერტირებთ 

31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტის 120 წევრი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა.

 

ეს უპირობოდ მნიშვნელოვანი არჩევნებია როგორც ცალკეული პოლიტიკური სუბიექტებისთვის, ასევე ქვეყნისთვის. შესაბამისად, დიდია ინტერესი ყველა იმ წინასწარი კვლევის მიმართ, რომელიც ამა თუ იმ კომპანიის დაკვეთით ტარდება და 2020-ის არჩევნების ფინალის შესახებ გარკვეულ პროგნოზს იძლევა.

ერთ-ერთი ასეთი უახლესი კვლევაა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს მიერ, გუშინ (26 ოქტომბერი) გამოქვეყნებული „Survation“-ის კვლევის შედეგები, რომელშიც მონაცემები ასე გადანაწილდა:

 

  • „ქართული ოცნება“ – 55%;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 22 %;
  • „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 5%;
  • „ლელო“ – 4%;
  • „ევროპული საქართველო“ – 4%;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 3%;
  • „გირჩი“ – 2%;
  • „ლეიბორისტული პარტია“  -2%;
  • სხვა პარტიებს ხმას აძლევს – გამოკითხულთა 3%;

 

| რა პრინციპით განისაზღვრება მანდატები

 

არსებული კანონმდებლობის მიხედვით, “პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს. პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების რაოდენობა მრავლდება 120-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ნამდვილი ხმების ჯამზე, რომლებმაც ამ პუნქტით დადგენილი შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 120-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო ბლოკები”.

 

“პრაიმტაიმი” დაინტერესდა, “Survation”-ის უახლესი მონაცემების მიხედვით, რომელ პარტიას რამდენი მანდატი უჭირავს ხელში.

 

“Survation” ამ კვლების მიხედვით, პარტიები შემდეგი რაოდენობის მანდატების მოპოვებას შეძლებენ: 

 

  • „ქართული ოცნება“ – 68 მანდატი,
  • „ნაციონალური მოძრაობა“ – 26;
  • „ევროპული საქართველო“ – 5;
  • გიორგი ვაშაძე – „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 6;
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 3 ან 4;
  • „ლელო“ – 5;
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 3;
  • „გირჩი“ – 2;
  • „ლეიბორისტული პარტია“ – 2%;
  • სხვა პარტიები – თუ რომელიმე პარტიამ მიიღო 1%, მიიღებს 1 მანდატს, თუ 1%-ზე ნაკლები – ვერც ერთს.

 

მოცემული სურათი ასახავს მანდატების გადანაწილებას მხოლოდ პროპორციული შედეგების მიხედვით (“Survation”-ის კვლევების გათვალისწინებით).

 

საბოლოო შედეგების გაანგარიშებას და მანდატების რაოდენობას ასევე განსაზღვრავს 30 მაჟიროტარულ ოლქში გამარჯვებული კანდიდატები.

 

ასევე საინტერესოა, არჩევნების მოახლოვებასთან ერთად გავიხსენოთ,

 

| რას გულისხმობს შერეული საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარება

 

აღნიშნული მოდელის მიხედვით (120:30), პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი განისაზღვრება 1 პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე;

 

იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება, კანონპროექტი ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატებისთვის მარჟის დადგენას, რომელიც განისაზღვრება პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო ბლოკების მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობაში მათ მიერვე პროპორციული წესით მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის ჯამით.

 

აღნიშნული ზღვარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40-54%-ზე ნაკლებს მიიღებს;

 

ზემოხსენებული მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან, რომლებიც პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X