fbpx
12:49 | 2020-08-19 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ვის ეკუთვნის იარაღი, რომლითაც თელავში 9 წლის ბიჭმა დაზიანება მიიღო

ვის ეკუთვნის იარაღი, რომლითაც თელავში 9 წლის ბიჭმა დაზიანება მიიღო

პნევმატური იარაღი, რომლიდანაც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კინდოლში 9 წლის ბიჭმა დაზიანება მიიღო, ინციდენტში მონაწილე მოზარდს ეკუთვნის.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვები, სახლიდან მოშორებით თამაშობდნენ, რა დროსაც მოზარდს იარაღი შემთხვევით გაუვარდა.

 

„ტირის თოფს რომ ვეძახით, მაგით თამაშობდნენ. როგორც ვიცი, იარაღი მხარზე ედო იმას, ვისაც გაუვარდა. გასროლა შემთხვევით მოხდა და თავისივე თანატოლი დააზიანა. ახლო მანძილში ყოფილან ერთმანეთთან და დაზარალებულს ღვიძლში აქვს მოხვედრილი. იარაღი, ალბათ მშობლებმა უყიდეს, სხვა ბავშვებიც მინახავს ასეთი თოფით“, – უთხრა „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

 

მტკვარში ახალგაზრდა კაცს ეძებენ
2020-08-19მტკვარში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

 

მედიასთან კონტაქტი არ სურს დაზარალებული მოზარდის ოჯახს, თუმცა განმარტავენ, რომ მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო რამდენიმე საათში გაუმჯობესდა ის უკვე პალატაშია გადაყვანილი.

 

საქართველოს კანონი, „იარაღის შესახებ“ განმარტავს, რომ „პნევმატური იარაღი არის იარაღი, რომელშიც ჭურვი მიმართულ მოძრაობას იწყებს შეკუმშული, დაწნეხილი ან გამყარებული აირის მოქმედებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად“. ამავე კანონის მე- 19- მუხლი, ლიცენზიას პნევმატურ იარაღზე არ ითხოვს.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გულისხმობს.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X