14:53 | 2021-03-02 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა დაგვიანებულ ვაქცინაზე – ბრალდებები და არგუმენტები ჯანდაცვის და პოლიტიკურ წრეებში

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა დაგვიანებულ ვაქცინაზე – ბრალდებები და არგუმენტები ჯანდაცვის და პოლიტიკურ წრეებში

საქართველოში ვაქცინა თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო, თუმცა მოლოდინი ამაო აღმოჩნდა და ზარ-ზეიმით დაანონსებული თარიღი გაურკვეველი რჩება.

 

კოვაქსი ვარაუდობს, რომ ვაქცინების ძირითადი ნაწილი საქართველოში 2021 წლის მარტში გაიგზავნება.

 

“თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ”, – აცხადებენ პლატფორმის წარმომადგენლები.

 

კოვაქსის განმარტებით, რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომელსაც ყველა ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, არის შემდეგი:

 

“ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა კოვაქსის პლატფორმიდან დოზების მიღება შეძლოს”.

 

 

საქართველომ შესაძლოა კოვაქს პლატფორმას უჩივლოს

 

 

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არაა გამორიცხული, რომ საქართველომ კოვაქს პლატფორმას უჩივლოს, ვინაიდან რეპუტაციულ რისკებზეცაა საუბარი.

 

„ჩვენ მოვთხოვეთ მათ პასუხი იმაზე, თუ რატომ გაეცა ინტერპრესნიუსს მსგავსი პასუხი, ვინაიდან ყველა იმ არსებულ კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ კოვაქს პლატფორმასთან 18 სექტემბრის შემდეგ, მსგავსი გადაცდომა მათი მხრიდან წერილობით, რომ ჩვენ რაიმე სახის შეცდომა დავუშვით ან დროული პასუხი მათ არ გავეცით, ამ კომუნიკაციის წერილებში მსგავსი პასუხი არასდროს მოსულა.

 

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ კოვაქს პლატფორმა ერთხელ უკვე მოხვდა მსგავს გაუგებრობაში, კერძოდ ბოსნიასთან მიმართებაში, რის გამოც ბოსნიამ კოვაქს პლატფორმას უჩივლა და შესაბამისად, ჩვენ ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ველოდებით ჯერ განმარტებებს იმის თაობაზე, რომ მათ უარყონ ეს ბრალდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე, ვინაიდან მსგავსი ნამდვილად არ ყოფილა”, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

ფაქტია, რომ ვაქცინაციის დაწყება მინიმუმ ერთი თვით გადავადდა. „ასტრაზენეკასგან“ გასხვავებით, რომლის მიღებას მთავრობა მარტში ვარაუდობს, „ფაიზერზე“ უკვე კონკრეტული თარიღი აღარ სახელდება.

 

2 მარტს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილმ თამარ გაბუნიამ განამრატა, რომკოვაქსთან“ თანამშრომლობა გრძელდება.

 

 

ამირან გამყრელიძის შვილის რჩევა ხელისუფლებას

ნიკოლოზ გამყრელიძე ხელისუფლაბას მიმართავს და აღნიშნავს,რომ ასეთი საკითხები მხოლოდ ელჩების დონზე არ უნდა წყდებოდეს.

 

„ისრაელის მაგალითი ხომ ნახეთ. რამდენიმე თვე ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი იჯდა „ფაიზერის“ ოფისში ,სანამ ვაქცინები არ გამოიტანა და ჩვენ ამ პატარა ქვეყანას სხვა შანსი არ გვაქვს. მთავრობის მაღალი ეშელონების წარმომადგენლებმა იგივე უნდა აკეთონ. ერთი მინისტრი უნდა იჯდეს ინდოეთში, მეორე ბრიტანეთში, მესამე კიდევ სადღაც, რომ წამოვიღოთ ეს ვაქცინა“,- აღნიშნავს ნიკოლოზ გამყრელიძე.

 

ჯანდაცვის წარმომადგენლების პასუხი გამყრელიძეს

 

 

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ნიკოლოზ გამყრელიძის კრიტიკას პასუხობს. ჯანდაცვის მინისტრი არ თვლის, რომ ისრალეის მსგავსად უნდა იმოქმოდონ, როგორც ეს ნიკოლოზ გამყრელიძემ მთავროაბს ურჩია.

 

„ამ კრიტიკას არ ვიღებ, ამ ქვეყანას ჰყავს პრემიერი, ჰყავს არაერთი მინისტრი, ჩვენ ვმუშაობთ საბჭოს ფორმატში და ვიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებებს. იმ საკითხსაც – მინისტრი ქვეყანაში უნდა იყოს, თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში კარავში ელოდებოდეს მისცემენ თუ არა ვაქცინას, ჩვენ თვითონ როგორმე გადავწყვეტთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

ნიკოლოზ გამყრელიძისგან განსახვავებით, პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე ვაქცინის დაგვიანებაზე პასუხისმგებლობას დაავადებათა კონტროლის ცენტრს აკისრებს.

 

მინისტრი ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვერ იქნება, იმიტომ რომ მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობა. მინისტრთან სხვა პრეტენზიები გვაქვს ჩვენ ყველას. უბრალოდ, აქ ვიღაც სხვა უნდა იყოს პასუხისმგებელი პირი. 

 

პასუხისმგებელი პირი აქ არსებობს, მე როდესაც ვიყავი პრემიერთან შეხვედრაზე, პრაქტიკულად დაავადებათა კონტროლი ლაპარაკობდა და მინისტრი ხმას არ იღებდა. ჩანდა, რომ ლიდერშიფი იყო ის. 

 

საქმე საქმეზე როდესაც დგება და ერთხელ ვთქვი კომენტარი, ბატონმა ამირანმა მითხრა, გიორგი ნუ გვასწავლი, ჩვენ ყველაფერი ვიცით ძალიან კარგადო. აი, ვინ რას ასწავლის, აი ეს არის პასუხი, სად არის ვაქცინა? სად არის პასუხისმგებლობა 3000 ადამიანზე, პირბადეების კონტროლი ვერ გააკეთეს ელემენტარულად და ახლა ვსაუბრობთ პროფესიონალიზმზე?“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

 

 

ოპოზიციის ნაწილი ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას მოითხოვს

 

 

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ მინისტრმა ვაქცინის საქართველოში არშემოსვლასთნ დაკავშირებით პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

 

ეს იყო საერთო ეროვნული გამოწვევა, ამ დროს ხელისუფლებას უნდა გაეხსნა კარი და ყველა მცოდნე ადამიანი ჩაერთო, რომ ქვეყანას ჰქონოდა კრიზისის სწორი მართვა და დროულად მიგვეღო ვაქცინა. ამის საპასუხოდ ჩვენ ხელისუფლებისგან ვიღებდით მხოლოდ და მხოლოდ არაფერზე დაფუძნებულ თავდაჯერებას, ტყუილების კასკადს, რომელიც დღეს გასკდა იმიტომ, რომ „კოვაქსის პლატფორმამ“ გააკეთა ღია განცხადება, თუ ვისი და რისი ბრალია, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს ვაქცინა. რამდენიმე წუთის წინ ჩვენ ვნახეთ სრულიად არაფრის მთქმელი, დაბნეული პრესკონფერენცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის. მინისტრი ახლაც არ კადრულობს, რომ ახლა მაინც გამოსულიყო, გაეკეთებინა საბოლოო ახსნა-განმარტება და ეთქვა, რომ „მივდივარ იმიტომ, რომ ვერ მოვაბი თავი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით , „ლელომ“ შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა გააკეთა თითოეულმა უწყებამ იმისთვის, რომ ქვეყანას ვაქცინა მიეღო, თუმცა, მისივე თქმით, ამ დრომდე ინფორმაცია არ მიუღიათ.

 

ნაცვლიშვილი მოუწოდებს სასწრაფოდ  დატოვოს თანამდებობა მინისტრმა ტიკარაძემ და ასევე მოითხოვა  უსწრაფესად გასაჯაროვდეს არსებული მიმოწერა ვაქცინის საქართველოში შემოტანასთნ დაკავშირებით.

 

 

ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს?

 

 

1-ელ მარტს გავრცელდა ინფორმაცია ამირან გამყრელიძის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით. სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, ამირან გამყრელიძის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის პოსტიდან გადაყენება უკვე ერთი კვირაა განიხილება.

 

ვიცი, რომ განიხილება ამირან გამყრელიძის პენსიაზე გაშვების საკითხი. ბევრი მისი მიდგომა არის მოძველებული და დაუსაბუთებელი, იგივე შეზღუდვებთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭოში მისი საქმიანობა, ასევე, არაერთი საეჭვო შესყიდვები, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული. გადაწყვეტილია თუ არა, არ ვიცი, კულუარული ინფორმაცია 1 კვირა გვაქვს, რომ ეს განიხილება“.

 

გავრცელებულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე თავად გამოეხმაურა მცირე კომენტარით: „ვმუშაობ ჩვეულ რეჟიმში“.

 

 

ვისზე ნაწილდება პასუხისმგებლობა ვაქცინაციის ქვეყანაში შემოტანაზე 

 

ვისზე ნაწილდება პასუხისმგებლობა ვაქცინაციის ქვეყანაში შემოტანაზე – ამას თავის მხრივ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი მონაწილე, მოგეხსენებათ, შექმნილია უწყებათა სააკორდინაციო საბჭო, რომელიც მთლიანად წარმართავს ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის პროცესს.

 

ესაა უწყებათაშორისი საბჭო და მასში მონაწილეობს როგორც ჯანდაცვის, ასევე ფინანსთა, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სახალხო დამცველი, არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები – ეს არის საბჭო, სადაც განიხილება ყველა ის მექანიზმი, რა გზით შეიძლება შემოვიდეს ქვეყანაში ვაქცინა და შემდეგ უკვე მოლაპარაკებების დონეზე ჯანდაცვის სამინისტროში არის შექმნილი ვაქცინის შესყიდვის საბჭო, რომელიც შესყიდვის პროცედურებს წარმართავს.

 

რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ცენტრი იქნება შემსყიდველი, შეისყიდის ვაქცინას და გადაიხდის თანხას. რადგან ეს არის გამართული მექანიზმი მართვის. დაავადებათა კონტროლის ცენტრს ბატონი ამირანი ხელმძღვანელობს, აქტიურადაა ჩართული ვაქცინაციის პროცესში.

 

როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაწყება მარტს აღარ გადასცდება.

 

ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უფრო ადრე შემოვა, ვიდრე „ფაიზერი“. მოლოდინი გვაქვს, რომ მარტს აღარ უნდა გადასცდეს ვაქცინაციის პროგრამის დაწყება და ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში სამივე მხარე შეასრულებს თავის ვალდებულებას“.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X