14:29 | 2020-09-24 ავტორი: Prime Time

ვის და რატომ მოუხადა ბოდიში ამირან გამყრელიძემ?!

ვის და რატომ მოუხადა ბოდიში ამირან გამყრელიძემ?!

„აჭარაში ბოდიშიც მოვუხადე იმ ადამიანებს, ვინც დაგვიანებით მიიღეს დადებითი პასუხი“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა დაგვიანებული ტესტირების პასუხის გამო.

 

„აგვისტოს თვის მერე ტესტირების რაოდენობის დინამიკა არის მზარდი, შეიძლება ერთ დღეს ყოფილიო 6 ათასი, რაზეც ატყდა ერთიამბავი ვაი-ვიში, მაგრამ იყო შემდეგი დღეები როცა გვქონდა 12 და 14 ათასი ტესტი.

სასკოლო სწავლებას 1-ლი ოქტომბრიდან მხოლოდ I-VI კლასელები დაიწყებენ
2020-09-24სასკოლო სწავლებას 1-ლი ოქტომბრიდან მხოლოდ I-VI კლასელები დაიწყებენ

 

აქ დამალული არაფერია, არის ზრდის დინამიკა, თუმცა, საკმაოდ დატვირთულია ეს ლაბორატორიები, ამიტომაც იცით, რომ აჭარაში იყო დაგვიანებული, ამას ვაღიარებთ და მე ბოდიშიც მოვუხადე იმ ადამიანებს, ვინც დაგვიანებით მიიღეს დადებითი პასუხი.

 

ყველა ადამიანს, ვისაც ვუღებთ ტესტს, განსაკუთრებით კონტაქტებს ვაფრთხილებთ, რომ ტესტს რომ აიღებს, სასურველია სანამ პასუხს გაიგებს, იყოს თვითიზოლირებული,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ აჭარაში კარანტინში მყოფი ადამიანები აცხადებდნენ, რომ კოვიდტესტების პასუხებს რამდენიმე დღე ელოდებოდნენ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები