fbpx
10:13 | 2020-03-16 ავტორი: Prime Time

„მთვრალი ალუბალის“ ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია – ადმინსიტრაცია სტუმრებს აფრთხილებს

„მთვრალი ალუბალის“ ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია –  ადმინსიტრაცია სტუმრებს აფრთხილებს

რესტორან „მთავრალი ალუბალის“ ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. რესტორნის ადმინისტრაციის განცხადებით, 3 ჩეხ ტურისტს, რომელიც მათ ხშირად სტუმრობდა, ახალი კორონავირუსი დაუდგინდათ.

 

ადმინისტრაციის ცნობით, ისინი რესტორანში ყოველ დღე დადიოდნენ და არაერთ ადამიანთან ჰქონდათ კომუნიკაცია.

 

ჩვენი ინფორმაციით, ტურისტებმა ქვეყნიდან წასვლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მათ კორონავირუსი აქვთ, ამის შემდეგ კი მათ ინფორმაცია საქართველოს შესაბამის უწყებებს აცნობეს.

 

„მეგობრებო, დღეს დაგვირეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და შეგვატყობინეს, რომ 4 მარტს გუდაურში ჩამოვიდა 6 ჩეხი ტურისტი, რომელთაგან 3-ს დღეს აღმოაჩნდა კორონავირუსი. ამ ტურისტებმა გამოკითხვის დროს აღნიშნეს, რომ ყოველდღე დადიოდნენ რესტორან მთვრალ ალუბალში. ჩვენ ყველანი ვართ თვითიზოლაციაში. რესტორანი დაკეტილია. 2 ჩვენი თანამშრომელი მაღალი სიცხით ელოდება კატასტროფის ბრიგადას …

 

ვინც ამ დღეებში იყავით „მთვრალ ალუბალში“, გთხოვთ იზრუნოთ თქვენს და თქვენი გარშემომყოფების ჯანმრთელობაზე, გთხოვთ, მიმართოთ კონსულტაციისთვის სამედიცინო დაწესებულებას…

 

იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და არავის არაფერი არ აღმოგვაჩნდება“, – აცხადებს რესტორნის თანამშრომელი.

 

დამატებით ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ საქართველოში ჩეხეთის საელჩოში არკვევს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X